Search Results for: აკრედიტაცია

“TV პირველის” ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას პარლამენტმა აკრედიტაცია ერთი წლის ვადით შეუჩერა. ამის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნოდარ მელაძემ გაასაჯაროვა. 
“TV პირველის” ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ტვ პირველის ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმანოდარ მელაძემ. ჩიხლაძეს აკრედიტაცია 6 თვის ვადით შეუჩერეს. მიზეზი პარლამენტარის მიერ უარის თქმის მიუხედავად ინტერვიუს გაგრძელება იყო.
“TV პირველის” ჟურნალისტს, მაკა ანდრონიკაშვილს, პარლამენტმა აკრედიტაცია ერთი თვის ვადით შეუჩერა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა “TV პირველის” ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ნოდარ მელაძემ. აკრედიტაციის შეჩერების მიზეზი პარლამენტარის მიერ უარის თქმის მიუხედავად ინტერვიუს გაგრძელება იყო.
ონლაინ მედია “პუბლიკის” ფოტორეპორტიორს მინდია გაბაძეს პარლამენტმა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია არ მისცა. 
ონლაინ გამოცემებს: „პუბლიკასა“ და „მონიტორს“, საქართველოს პარლამენტმა ვადამდე გაუუქმა აკრედიტაცია, რომელიც ერთი წლის ვადით იყო გაცემული. პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის 21 მაისის ბრძანებებში, რომლებიც მედიებმა მიიღეს, აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლად მითითებულია მიმდინარე სასესიო პერიოდში (05.02.2026 - 17.04.2026), ზედიზედ ათი კვირის განმავლობაში, აკრედიტებული მედიასაშუალების ჟურნალისტების არყოფნა პარლამენტში.
2026 წლის 25 მარტს, “მონიტორმა” გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც აღნიშულია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთან ზაალ დუგლაძესთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოახერხეს, რადგან პარლამენტმა ჟურნალისტზე არ გასცა სპეციალური საშვი.
24 ნოემბერს, პარლამენტმა ერთი თვით შეუჩერა აკრედიტაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ საგამოძიებო გადაცემის, „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტ დეა ბაძაღუას. აკრედიტაციის შეჩერება ჟურნალისტისთვის მოითხოვა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ.
12 ნოემბერს, თიკო ერაძემ გაავრცელა პარლამენტის პლენარულ დარბაზში გადაღებული ვიდეო, სადაც მან ჟურნალისტებისთვის გამოყოფილი ლოჟიდან გადაიღო “ქართული ოცნების”დეპუტატი ეკა ჭიჭინაძე, რომელიც ტელეფონით უსმენდა ვიდეოჩანაწერს. ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე თიკო ერაძემ თავად გამოაქვეყნა პოსტი, სადაც გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მას აკრედიტაციას შეუჩერებდნენ.
2025 წლის 30 აპრილს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებმა ელისო ჯარიაშვილმა და თათა ფორაქიშვლმა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების შესახებ შეტყობინებები მიიღეს.
1