Search Results for: ქვეყანაში არ შემოუშვეს

2025 წლის სექტემბრის ბოლო კვირაში, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს სამ უცხოელ ფოტოგრაფს. მათგან ორს ქვეყანაში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაეშუქებინა. სამივე ფოტორეპორტიორი საქართველოში მანამდეც იყო ნამყოფი, ისინი პროევროპულ საპროტესტო აქციებს იღებდნენ.
2025 წლის 6 სექტემბერს, საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს აზერბაიჯანელ სტუდენტს, ჯავიდ აჰმედოვს, რომელიც თბილისში ცხოვრობს და სწავლობს. 26 წლის ჯავიდ აჰმედოვი “რადიო თავისუფლებასთან” ჰყვება, რომ უარის მიზეზად ჯერ მის სახელზე “გზის გადაკეტვის საფუძვლით” არსებული ჯარიმები დაუსახელეს, ჯამში 10, 000ლარის ოდენობის (ორი ჯარიმა), შემდეგ კი უთხრეს, რომ ეს თანხა რომც გადაეხადა, ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარს ეტყოდნენ. საბოლოოდ, დოკუმენტში, რომელიც საზღვის კვეთაზე უარის დასაბუთებისთვის მისცეს, უარის თქმის საფუძვლად „სხვა მიზეზი“ წერია.
საქართველოში არ შემოუშვეს ფრანგი ფოტოგრაფი ჰიშამ ელ ბოუჰმიდი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესქტო აქციებს აშუქებდა.
2024-2025 წელს “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა”, უცხოელი ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების საქართველოში არ შემოშვების 9 და ვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის 1 შემთხვევა აღრიცხა.
2025 წლის 11 ივნისს ფრანგი ფოტოგრაფი მარილიზ ვინიო საქართველოში არ შემოუშვეს. იგი ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. მისი ინფორმაციით, პასპორტში ჯერ ჩაურტყეს ბეჭედი, მაგრამ, შემდეგ საბუთები აღარ დაუბრუნეს და გამოკითხვაზე გადაიყვანეს. კითხვები მისი მარშრუტს შეეხებოდა. სამსაათიანი ლოდინის შემდეგ, მკაფიო განმარტების გარეშე, უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე და მიზეზად დაუსახელეს "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები". 
2025 წლის 20 მაისს, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი, ვილ ნილი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა.
2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს ჟურნალისტი კლემენ ჟირარდო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა. კლემენ ჟირარდო თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მედიაგამოცემებთან, როგორებიცაა Le Monde, Society და Al Jazeera.
2024 წლის 26 ოქტომბერს IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი საქართველოში არ შემოუშვეს. შვეიცარელი ჟურნალისტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად მოემგზავრებოდა.
1