პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვასიტყვიერი შეურაცხყოფა
გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” ჟურნალისტებს ხარაგაულის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
“წაბრძანდით, ნაციონალების შეხვედრაზე დადექით. ვინ ხართ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი მიყიდული, გაყიდული…,“ - ასე მიმართა მერმა ჟურნალისტებს და „სხვადასხვა პარტიების მიერ ნაყიდი და დაქირავებული“ და „პროვოკატორობით ცნობილი“ უწოდა.
2024 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეკომპანია “ფორმულა” 5 ათასი ლარით დააჯარიმა ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და ეთერში პარტიის ვიდეორგოლის განთავსების გამო.
“აჭარა თაიმსის” რედაქტორმა შეურაცხმყოფელი შეტყობინებები მიიღო
შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც სულხან მესხიძემ აჭარის მთავრობა პირდაპირ ეთერში, Facebook Live -ში ამხილა, რომ გზა, რომელიც მათ გახსნილად გამოაცხადეს, სინამდვილეში გახსნილი არ იყო.
“TV პირველს” სასამართლომ ყოფილი საჯარო მოხელისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა
2024 წლის 11 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, „TV პირველსა“ და მის ჟურნალისტს, სოფიკო ნიაურს, 10 000 ლარის გადახდა დააკისრა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძისთვის. ყოფილი საჯარო მოხელე ტელეკომპანიას ცილისწამებისთვის უჩიოდა.
“ბათუმელების” ჟურნალისტს საჯარო მოხელემ “სეპარატისტი“ და „მტერი“ უწოდა
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მანანა ქველიაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძეს, ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე შეკითხვა დაუსვა.
სამი ტელევიზია, სასამართლომ, მმართველი პარტიის სადაო პოლიტიკური რეკლამის არგაშვების გამო, ორჯერ დააჯარიმა
პირველი ჯარიმა, 5 000 ლარის ოდენობით, ტელეკომპანიებს “TV პირველსა” და “ფორმულას” 16 სექტემბერს დააკისრეს, “მთავარ არხს” კი 13 სექტემბერს. მეორედ, იგივე მიზეზით, სამივე ტელეკომპანია 19 სექტემბერს დაჯარიმდა, ასევე, 5 000 ლარით.
ქართულ-სომხური გამოცემის რედაქტორს საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს
2024 წლის 17 სექტემბერს, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს და აეროპორტიდან სტამბულში გააბრუნეს ქართულ-სომხური გამოცემის, Aliq Media-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი არსენ ხარატიანი
ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი საქართველოში არ შეუშვეს
2024 წლის 16 სექტემბერს, ბელარუს ჟურნალისტსა და აქტივისტს, ანდრეი მიალეშკას, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს. იგი ქვეყანაში ქალიშვილთან ერთად ვარშავიდან ბრუნდებოდა და უკანვე, ვარშავაში გააბრუნეს.