ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 03.10.2026
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
კიბერთავდასხმა

გამოცემა “საქართველოს ამბები” კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა

გამოცემა “საქართველოს ამბების” დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გამოცემის საიტი - sakartvelosambebi.ge  კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა. 
  • 03.10.2026
  • ოზურგეთი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი→SLAPP სარჩელი

განათლების მინისტრი გამოცემა “გურიის მოამბეს” სასამართლოში უჩივის

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, გამოცემა “გურიის მოამბესა” და მის მფლობელს, ვლადიმერ მენაბდეს სასამართლოში უჩივის.  მინისტრი გამოცემას მის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, გავრცელებული განცხადებების უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. მინისტრი აცხადებს, რომ უკვე მიმართა სარჩელით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. 
  • 03.10.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო “იმედი”
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია

პროსამთავრობო ტელეკომპანია “იმედი” გამოცემა “პუბლიკის” დისკრედიტაციას ახდენს

რუსული დეზინფორმაციისთვის ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული, პროსამთავრობო ტელეკომპანია “იმედი” ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” დისკრედიტაციას ახდენს და გამოცემას “ნაცმოძრაობის” პროპაგანდის ინსტრუმენტად მოიხსენიებს. 
  • 01.10.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | შსს
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი

ჟურნალისტ ვახო სანაიას განმეორებით დაპატიმრება ემუქრება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო

ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვანს, ვახო სანაიას მეორედ ემუქრება ადმინისტრაციული პატიმრობა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო. საუბარია Facebook-ში გამოქვეყნებულ ორ სარკასტულ პოსტსა და ერთ ვიდეოზე, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ეხება. ერთი პოსტი დაპატიმრებამდე რამდენიმე წუთით ადრეა დაწერილი (22 ივლისს), მეორე კი ციხიდან გამოსვლის შემდეგ (5 აგვისტოს).
  • 01.10.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | კომუნიკაციების კომისია
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი→ფინანსური ჯარიმა

“მაუწყებლობის შესახებ კანონის” დარღვევის მოტივით, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია “ფორმულა” მესამედ დააჯარიმა

2026 წლის 1 ოქტომბერს, “მაუწყებლობის შესახებ კანონის” დარღვევის მოტივით, კომუნიკაციების კომისიამ მესამედ დააჯარიმა ტელეკომპანია “ფორმულა”, ამჯერად, 10 000 ლარით.  
  • 30.09.2026
  • თბილისი
  • ბერა ივანიშვილი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი

ბერა ივანიშვილი რამდენიმე მედიასაშუალების და ჟურნალისტის მიმართ სარჩელის შეტანას გეგმავს

30 სექტემბერს ბერა ივანიშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ის მედიასაშუალებების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს ცილისწამების მოტივით. 
  • 27.09.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო "POSTV" | პროსამთავრობო "რუსთავი 2" | პროსამთავრობო “იმედი”
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია

„მონიტორის“ დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა „ქართული ოცნების“ წევრებისა და პროსამთავრობო მედიის მხრიდან

საგამოძიებო მედია „მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ  ჟურნალისტურ გამოძიებას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის - ვანო ჩხარტიშვილის მხრიდან მადისკრედიტებელი განცხადებები მოჰყვა, რაც პროსახელისუფლებო მედიამ კამპანიურად გაავრცელა. 
  • 09.09.2026
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მზია ამაღლობელის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

2026 წლის 9 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კვლავ დეზინფორმაცია გაავრცელა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შესახებ. ასევე, იგი კვლავ მოძალადედ მოიხსენია და “უსინდისობის პატიმარი” უწოდა. 
  • 01.09.2026
  • თბილისი
  • ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია

“ქართულ ოცნებასთან” აფილირებული პირი, გია აბაშიძე, “ნეტაზეთის” დისკრედიტაციას ეწევა

“ქართულ ოცნებასთან” აფილირებული პირი, გია აბაშიძე, რომელიც პოზიციონირებს, როგორც ექსპერტი,  ონლაინ გამოცემა “ნეტაზეთს” მოიხსენიებს როგორც - “ევროდაფინანსებულ” კედლის გაზეთს” და ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტს - “ნაცბაბლის” და “ნაცსექტის” მედიას.
  • 01.09.2026
  • თბილისი
  • ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია

“ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი, გიორგი გამსახურდია,“ნეტგაზეთისა” და”ბათუმელების” დამფუძნებლების მისამართით ჰომოფობიურ დეზინფორმაციას ავრცელებს

“ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი, გიორგი გამსახურდია, რომელიც, პოლონეთში პოლიციის ატაშეა, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლების, ეთერ თურაძისა და მზია ამაღლობელის მისამართით, ჰომოფობიური შინაარსის დეზინფორმაციულ განცხადებას ავრცელებს და ამით, გამოცემის დისკრედიტაციას ცდილობს. 
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ