2025 წლის 26 დეკემბერს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა რეჟისორი კახა მელიქიძე. კახა მელიქიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე 1998 წლიდან მუშაობდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ კიდევ ორი პროექტი დახურა და სამსახურიდან გაათავისუფლა შვიდი ჟურნალისტი
2025 წლის 25 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ხურავს გადაცემას "ამ შაბათ-კვირას“. არხის მენეჯმენტმა გადაცემის გუნდს - პროდუსერებს, ჟურნალისტებსა და გადაცემის წამყვანებს სხვა გადაცემებში გადასვლა შესთავაზა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცნობა, რომ მათთან თანამშრომლობა შეწყდებოდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კრიტიკული ჟურნალისტები – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს
2025 წლის 11 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გაათავისუფლეს წამყვანი სახეები, ჟურნალისტები: ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი. გათავისუფლების საფუძვლად ჟურნალისტებს დისციპლინური მოკვლევა დაუსახელეს.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა თანამშრომელი, რომელიც არხის პოლიტიკას აკრიტიკებდა
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა შრომითი კონტრაქტი არ გაუგრძელა რადიო გადაცემების - „შუადღის პიკისა“ და „საღამოს პიკის“ პროდიუსერის ასისტენტს, ანა მეტრეველს, - თანამშრომელს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებდა.