„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდარავა სამართალდამცავებს მიმართავს დაინტერესდნენ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტით
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდარავა საქართველოს პროკურატურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაინტერესდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტით.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, “ქართულმა ოცნებამ” ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან შეხვედრის უფლება არ მისცა
2026 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, “ქართულმა ოცნებამ” არ მისცა უფლება ციხეში მოენახულებინა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
პროსამთავრობო ტელევიზია „რუსთავი 2“ საგამოძიებო სტუდია „აი ფაქტის“ დისკრედიტაციას ახდენს
პროსამთავრობო ტელევიზია „რუსთავი 2“-მა, საგამოძიებო სტუდია „აი ფაქტის“ შესახებ დეზინფორმაციული სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც მედიასაშუალება უცხოური ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.
“ტაბულას” ჟურნალისტს შინაგან საქმეთა სამინისტრო “გზის გადაკეტვას” ედავება მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა
ონლაინ გამოცემა “ტაბულას” ჟურნალისტს, მარიამ კუპრავას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვას" ედავება. საუბარია 2026 წლის 7 თებერვალს მიმდინარე აქციაზე, როდესაც მარიამ კუპრავა ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა - იგი “შაბათის მარშს” აშუქებდა. "მარიამ კუპრავა ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზის სავალ ნაწილს", - წერს შსს ოქმში, რომელიც 9 თებერვალსაა შედგენილი.
ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო “გზის გადაკეტვას” ედავება მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა
ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება. საუბარია 2025 წლის 18 დეკემბრის აქციაზე, სადაც ფოტოგრაფი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს სამართალდამცავები “გზის გადაკეტვას” ედავებიან
ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვას" ედავება. საუბარია 2026 წლის 31 იანვარს გამართულ “შაბათის მარშის” აქციაზე, სადაც მარიამ ძიძარია პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, აქციის გაშუქებისას მარიამს ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი ანუ საიდენტიფიკაციო ნიშანი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS) და თან ჰქონდა კამერა.
თბილისის მერი “TV პირველის’ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელად მიმართავს
2026 წლის 6 მარტს, ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, “TV პირველის” ჟურნალისტს ლიკა ჯანყარაშვილს შეურაცხმყოფელად მიმართა. “მოემზადეთ, ნუ მოხვალთ ეგეთი მოუმზადებელი, ორიანს გიწერთ”, - ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა მიეღო პასუხი შეკითხვაზე, რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
სამართლებრივი ინციდენტები→მედიის შემზღუდავი კანონი · ცენზურა
“ქართულმა ოცნებამ” უცხოურ დაფინანსებასა და „ხელისუფლების არაღიარებასთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
2026 წლის 28 იანვარსა და 16 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხებოდა „გრანტების შესახებ“ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს. 4 მარტს, ქართულმა ოცნებამ, პლენარულ სხდომაზე აღნიშნული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
უზენაესმა სასამართლომ, ,,ბათუმელებისა”და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო
2026 წლის 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გამოცემების, ,,ბათუმელებისა” და” ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, პატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. საჩივრის წარმოებაში არმიღება, ანუ მისი დაუშვებლად ცნობა, ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ ნაბიჯით, საქართველოში, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულებულია ყველა ინსტანციის სასამართლოში.