2024 წლის 3 და 4 ივნისს საქართველოს პარლამენტმა "ტელეკომპანია პირველის", "მთავარი არხის" და "ფორმულას" ჟურნალისტებს აკრედიტაციები შეუჩერა, რის გამოც ნატა ქაჯაიას, ნინი ბალანჩივაძეს და სოფო გოზალიშვილს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება შეეზღუდათ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, პარლამენტში აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შევიდა. ცვლილების თანახმად, პარლამენტის აკრედიტაციის წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ცალკეულ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით შეუჩერდებათ. ასევე, დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება, რომ აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით გაუუქმდეს მთლიანად მედიასაშუალებას.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში ტელეკომპანია „იმედისთვის“ აკრედიტაციის ერთი წლით შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი იმსჯელებს, გავრცელდეს თუ არა საქართველოში მსგავსი წესები.
2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის ახალი წესი რომლის თანახმად, სპეციალური აკრედიტაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას აპარატის უფროსი იღებს განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა, რომ 14 ოქტომბერს, შიდა წესების დარღვევის გამო, ტელეკომპანიების „TV პირველის“ და „ფორმულას“ გადამღები ჯგუფები მომდევნო საეკლესიო დღესასწაულებზე აკრედიტაციას ვერ მიიღებენ.
2024 წლის 14 დეკემბერს, პრეზიდენტის არჩევის პროცესს, რომელიც პარლამენტის შენობაში იმართება, მედია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ მას სპეციალური საშვი ექნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
2024 წლის 8 აპრილს, როდესაც საქართველოს პარლამენტი ბიუროზე განიხილავდა ე.წ “უცხოეთის აგენტების კანონს" , Საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტები არ შეუშვეს. მათ შორის, არ შეუშვეს ისინიც, ვისაც მუდმივმოქმედი აკრედიტაცია აქვთ.