CMIS შესახებ

მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS)

ჩვენი ხედვაა თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოებისთვის.

ჩვენი მისიაა დავიცვათ და შევინარჩუნოთ ადგილობრივი და საერთაშორისო
შეთანხმებებით გარანტირებული ჟურნალისტების, მედიასაშუალებებისა და
საზოგადოების უფლებები სხვადასხვა გზით, რაც მოიცავს მედიისა და საინფორმაციო
გარემოს საკითხების შეფასებას, კვლევას, მონიტორინგს, რეკომენდაციების
შემუშავებას, ტრენინგების ჩატარებას და ადვოკატირებას.

ჩვენი ღირებულებებია

  • თავისუფლება და დამოუკიდებლობა
  • დაცულობა და უსაფრთხოება
  • პროფესიონალიზმი და ეთიკა
  • თანამშრომლობა და ცოდნის გაზიარება
  • საზოგადოების პატივისცემა და მისი სამსახური.

CMIS-ის საქმიანობა

მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS) 2022 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ არაერთი პროექტი განახორციელა, რომელიც მედიისა და ინფორმაციის თავისუფლებას, ჯანსაღ მედიაგარემოს და ჟურნალისტების უსაფრთხოებას ეხება. 2023 წლის სექტემბრიდან CMIS არის “კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ წევრი.

მამუკა ანდღულაძე არის CMIS-ის არააღმასრულებელი დირექტორი. ის იმავდროულად, არის კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ თავმჯდომარე. წლების განმავლობაში მამუკა ადღულაძე იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მედიაპროგრამების მენეჯერი, საერთაშორისო ანტიკორუფციული მოძრაობის ადგილობრივი ხელმძღვანელი. 2015-2017 წლებში ის მუშაობდა ევროპის საბჭოს პროგრამის მენეჯერად, სადაც კოორდინაციას უწევდა რამდენიმე ადგილობრივ და რეგიონულ პროექტს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მედიის თავისუფლება, ინტერნეტის მართვა, მონაცემთა დაცვა, თვითრეგულირება და სხვა. 2016 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთის ფედერაციის მედიის თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით მან ხელი შეუწყო რეგიონული კომისიის შექმნას პროპაგანდის საკითხებზე. 2016 წელს ის იყო Freedom House-ის ანგარიშის თანაავტორი საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. მამუკა ანდღულაძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ის ფლობს ზაარლანდის უნივერსიტეტის მედიასამართლის დოქტორის ხარისხს.

ხელმძღვანელები

ხელმძღვანელები ეკატერინე ბასილაია არის CMIS-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. მას აქვს თითქმის 15 წლიანი გამოცდილება მედიაგარემოს კვლევისა და შეფასების და არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ანგარიშის და კვლევის ავტორი. ეკატერინე არის გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების, „აი, ფაქტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2022-2023 წლებში ეკატერინე იყო ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG) აღმასრულებელი საბჭოს წევრი. ეკატერინე ბასილაია „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ ასისტენტ პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია მედიისა და მასობრივი კომუნიკაციების სწავლების და აკადემიური კვლევის მრავალწლიანი გამოცდილებით.

ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები

პროექტი „საქართველოს დეზინფორმაციისადმი მედეგობის შეფასება“ CMIS-მა საქართველოში ა.შ.შ-ის საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა 2022- წლის სექტემბრიდან 2023 წლის აპრილამდე პროექტის ფარგლებში შემუშავდა საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციისადმი მედეგობის შეფასების მეთოდოლოგია, განახორციელა კვლევა და მოამზადა ანგარიში (www.cmis.ge)

2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის სექტემბრამდე საქართველოში ა.შ.შ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით CMIS-მა განაცორციელა პროექტი „მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“. პროექტის ფარგლებში შეგროვდა და გაანალიზდა მედიასაშუალებების და მოქალაქეების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ მონაცემები. ასევე, შეიქმნა პორტალი, საიდანაც ნებისმიერ მსურველს (მოქალაქეს და ორგანიზაციას) შეუძლია მიმართოს CMIS და მოითხოვოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილის მომზადება და შესაბამის უწყებებთან გაგზავნა.

2024 წლის მაისიდან აგვისტოს ჩათვლით „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“ განახორციელა პროექტი “ჟურნალისტებზე თავდასხმების მეფინგი“.

2024 წლის ივლისში კოალიციის ინფორმაციის სანდოობისთვის მხარდაჭერით „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“ და “ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა” შეისწავლეს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში “აგენტების შესახებ” კანონის ირგვლივ მიმდინარე პროცესები.