„პუბლიკის“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისთვის მსჯავრდებულ პირებს სასამართლომ ფულადი ჯარიმები შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ, „პუბლიკის“ ორი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლაში ბრალდებული ლევან ზარდიაშვილი და საბა მინდიაშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა საბა მინდიაშვილს 3,000 ლარის, ხოლო ლევან ზარდიაშვილს 4,000 ლარის ჯარიმა შეუფარდა.