მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობაში ხელშეშლის, ძალადობისა და ტექნიკის დაზიანების შემთხვევები 4 ოქტომბრის აქციაზე
2025 წლის 4 ოქტომბერს, თბილისში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის, მათთვის მუშაობაში ხელშეშლისა და ტექნიკის დაზიანების არაერთი შემთხვევა.