საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი “სტუდია მონიტორს” ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ სასამართლოში ჩივილით ემუქრება
23 ოქტომბერს “სტუდია მონიტორმა” გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს სახელმწიფო აუდიტის პირველადი დასკვნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ, რომლის მიხედვით, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 2018 წელს 25 მილიონის ლარის ავსტრიული აღჭურვილობა შეიძინა. რვა წლის შემდეგ აღჭურვილობა კვლავ კონტეინერებშია.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს
სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ისის „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ აკრიტიკებს და მიკერძოებაში ადანაშაულებს.
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია ერთი თვით დაკავებულია
19 ოქტომბერს პოლიციამ ტელეკომპანია „ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტს 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
„POSTV“ ვახო სანაიას მხარდამჭერი განცხადებების გამო ნინო ჟიჟილაშვილისა და ინგა გრიგოლიას დისკრედიტაციას ცდილობს
პროსამთავრობო და ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული ტელეკომპანია „POSTV“ სოციალურ ქსელში, დამოუკიდებელი მაუწყებლების „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წამყვანი ჟურნალისტების, ნინო ჟიჟილაშვილისა და ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებს.
სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომლითაც ფრანგ ფოტოგრაფს, ფრანსის პრიმერსკის საქართველოში ბინადრობის უფლება გაუუქმდა
სასამართლომ ძალაში დატოვა სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში მცხოვრებ ფრანგ ფოტოგრაფსა და ვიდეოგრაფს, ფრანსის პრიმერსკის მოკლევადიანი დროებითი ბინადრობის ნებართვა გაუუქმდა.