საქართველოში მოქმედმა ოთხმა გერმანულმა ფონდმა, რეპრესიული კანონმდებლობის გამო, საქმიანობა იძულებით შეაჩერა
საქართველოში გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებით, საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს". ესენია: კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (FNF), ჰაინრიხ ბიოლის ფონდი (HBS) და ფრიდრიხ ებერტის ფონდი (SPD). ამ ოთხიდან ორმა - კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდებმა ოფისებიც დახურეს და ქვეყნიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. საქართველო, რუსეთისა და ბელარუსის შემდეგ, მესამე ქვეყანაა, საიდანაც ეს ფონდები გავიდნენ.