სასამართლო | სხვა საჯარო უწყებები | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
აქტივისტ ფერიზე ნაბიევას 5,000-ლარიანი ჯარიმის გამო ანგარიშების დაყადაღება ემუქრება
სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი და პლატფორმა „სალამის“ თანადამფუძნებელი ფერიზე ნაბიევა სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ 2025 წლის ოქტომბერში პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დაკისრებული 5,000-ლარიანი ჯარიმის შესახებ დაგვიანებით შეიტყო.
ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
აქტივისტი თორნიკე რაზმაძე Facebook-ზე გამოქვეყნებული კომენტარის გამო 3,000 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამოქალაქო აქტივისტი და ბლოგერი თორნიკე რაზმაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო 3,000 ლარით დააჯარიმა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით — წვრილმანი ხულიგნობის, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინების საფუძვლით ედავებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის დაკისრებას ითხოვდა.
ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
აქტივისტი რუსკა მჭედლიძე სასამართლოს მანდატურების შეურაცხყოფის გამო 3,000 ლარით დააჯარიმეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ სამოქალაქო აქტივისტი რუსკა მჭედლიძე სასამართლოს მანდატურების შეურაცხყოფის გამო 3,000 ლარით დააჯარიმა. მას მანდატურების - დავით მატიაშვილის, ოთარ კვინიკაძისა და გოჩა ნანობაშვილის - შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
ირიბი ზეწოლა („chilling effect")→აქტივისტების დაბარება „გასაუბრებაზე" ან გამოკითხვებზე
სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება
ელისო ჯანაშია აცხადებს, რომ მასზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება მის წინააღმდეგაც დაიწყო
აქტივისტი, სოციალური საწარმო „ლიმენის“ დამფუძნებელი, ელისო ჯანაშია აცხადებს, რომ 2024 წლის 23 დეკემბერს მასზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ორ ნაწილად გაიყო და ახლა სამართალდამცველები მის მიერ თავდაცვის მიზნით განხორციელებულ მოქმედებებსაც იძიებენ. ჯანაშიას თქმით, გამომძიებელი მას გამოკითხვაზე იბარებს.
ირიბი ზეწოლა („chilling effect")→აქტივისტების დაბარება „გასაუბრებაზე" ან გამოკითხვებზე
გიორგი ახობაძესთან სახლში პოლიცია მივიდა და მუქარის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა
სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი ახობაძის განცხადებით, პოლიცია მის საცხოვრებელ სახლში მივიდა და მუქარის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. ახობაძის თქმით, სამართალდამცველები საქმის დეტალებს არ განუმარტავენ.
დაკავება→ადმინისტრაციული სამართლის დაკავება, სისხლის სამართლის დაკავება
აქტივისტი გიორგი კირვალიძე ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის შემდეგ კვლავ დააკავეს
სამოქალაქო აქტივისტი და MMA-ის მებრძოლი გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის შემდეგ, გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე კვლავ დააკავეს.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა→აქციის ადგილის, დროის ან ფორმის იძულებითი შეცვლა
პოლიციამ „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებს მსვლელობის გამართვის უფლება არ მისცა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის პარალელურად მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ლოზუნგით - „საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ“.
ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
სამოქალაქო აქტივისტი, დუტა ჯავახიშვილი, 5 000 ლარით დააჯარიმეს აქციაზე ფერადი კვამლის გაშვების გამო
სამოქალაქო აქტივისტი, შშმ პირი, დუტა ჯავახიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 000 ლარით დააჯარიმა, 26 მაისის აქციაზე კვამლის გაშვების გამო.
სასამართლო | სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
სამოქალაქო აქტივისტი ვასო ბერიძე, Facebook პოსტის გამო, 2 000 ლარით დააჯარიმეს
სამოქალაქო აქტივისტი ვასო ბერიძე, ორი ათასი ლარით დააჯარიმეს, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტის გამო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია შეუზღუდა
საპროტესტო აქციების მონაწილე, სინდისის პატიმარ რეზო კიკნაძის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებიდან აღარ შეუძლია დედასთან დარეკვა, რადგან "ციხემ ეს მას აუკრძალა". პატიმარი წერს, რომ სავარაუდოდ, ზარების უფლება შეუზღუდეს მას შემდეგ, რაც პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელიც ციხეში მის მიმართ არასათანადო მოპყრობასა და გაუპატიურებაზე საუბრობს, მხარდაჭერა გამოუცხადა.