ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა
სამოქალაქო აქტივისტს თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე მარგარიტა სიმონიანის შესახებ დაწერილი კომენტარის გამო სასჯელი ემუქრება
სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება სოციალურ ქსელ Facebook-ში რუსი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანის შესახებ დაწერილი, გინების შემცველი კომენტარის გამო. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავება რუს პროპაგანდისტებს, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმირ სოლოვიოვს რატომ მიაყენე შეურაცხყოფა და რატომ აგინეო“, – განაცხადა აქტივისტმა 10 სექტემბრის ვიდეომიმართვაში.
დაშინება, მუქარა და დისკრედიტაცია→აქტივისტების საჯარო დისკრედიტაცია ან სტიგმატიზაცია
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პროევროპული პროტესტის დროს დაკავებულების დისკრედიტაციას ეწევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულ და პატიმრობაში მყოფ 72 პირს „უსინდისობის პატიმრები“ უწოდა.
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა→ფიზიკური დაზიანების მიყენება
ბათუმში პროევროპული აქციის მონაწილეებს რამდენიმე პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
31 აგვისტოს ბათუმში პროევროპული აქციის ორ მონაწილეს გამვლელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქციაზე გადაღებულვიდეომასალაში ჩანს, რომ რამდენიმე პირი აქციის მონაწილეებს აგინებს და ემუქრება.
სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა
აქტივისტი მიხეილ ზაქარეიშვილი Facebook-პოსტების გამო სასამართლოში დაიბარეს
აქტივისტი მიხეილ ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად შექმნილი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ მიერ შედგენილი მასალების საფუძველზე, 3 სექტემბერს სასამართლოში დაიბარეს.
მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
მაისურზე არსებული წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატ გიორგი ტაბატაძის ინფორმაციით, ოდიშვილი გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. შოთა ოდიშვილი საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა
დაშინება, მუქარა და დისკრედიტაცია→აქტივისტების საჯარო დისკრედიტაცია ან სტიგმატიზაცია
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოპოზიციური პარტიებისა და NGO-ების წინააღმდეგ დისკრედიტაციული განცხადება გაავრცელა
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგ დისკრედიტაციული განცხადება გაავრცელა. მაჭავარიანი მათ „აგენტურულ ოპოზიციურ პარტიებად“, „მდიდარ NGO-ებად“ და „ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებად“ მოიხსენიებს.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა→აქციის ადგილის, დროის ან ფორმის იძულებითი შეცვლა
პოლიციამ უკრაინის საელჩოსთან აქციის მონაწილეებს დროშებით მხარდაჭერის გამოხატვა შეუზღუდა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს საქართველოსა და უკრაინის დროშების გაშლა სურდათ, თუმცა დროშების ზომიდან გამომდინარე, მათი სრულად გაშლისთვის გზის სავალ ნაწილზე გადასვლა იყო საჭირო.
დაშინება, მუქარა და დისკრედიტაცია→აქტივისტების საჯარო დისკრედიტაცია ან სტიგმატიზაცია
„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ Facebook-გვერდზე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული ქარდი გავრცელდა
„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ Facebook-გვერდზე გავრცელდა ქარდი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ „უცხოეთიდან დაფინანსებულ NGO-ებად“ არიან მოხსენიებული.