აქტივისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 27.07.2026
  • თბილისი
  • ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირი
  • პროტესტის ჩახშობა
ინციდენტის ტიპი:
ირიბი ზეწოლა („chilling effect")
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა

MMA-ის მებრძოლი „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“ მოძრაობას აფუძნებს

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად „სიწმინდეების დასაცავად“ ახალი მოძრაობა დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობას „მყისიერი რეაგირება“ ექნება „სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე“.
  • 26.07.2026
  • თბილისი
  • შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • პროტესტის ჩახშობა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება→ადმინისტრაციული სამართლის დაკავება

თბილისის საკრებულოსთან ბანერის გამო 10 მოქალაქე დააკავეს

26 ივლისს, თბილისის საკრებულოს შენობასთან პოლიციამ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა. დაკავების მიზეზი გახდა მის მიერ გაშლილი საპროტესტო ბანერი წარწერით: „ბიძინა ყ***? კი — არა“.
  • 24.07.2026
  • თბილისი
  • სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
დაკავება→ადმინისტრაციული სამართლის დაკავება

გიორგი ახობაძეს საჯარო განცხადების გამო 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილეს, ექიმ გიორგი ახობაძეს, სასამართლომ 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ახობაძის მიმართ ორი ადმინისტრაციული საქმე განიხილა და გააერთიანა. 
  • 22.07.2026
  • თბილისი
  • არაიდენტიფიცირებული პირები
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
დაშინება, მუქარა და დისკრედიტაცია→სიტყვიერი მუქარა ან ზეწოლა

კოტე აფხაზის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოქალაქე სიტყვიერად დაუპირისპირდა

22 ივლისს, კოტე აფხაზის ქუჩაზე რამდენიმე მოქალაქესა და საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
  • 22.07.2026
  • თბილისი
  • არაიდენტიფიცირებული პირები | პროსამთავრობო მედია
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
დაშინება, მუქარა და დისკრედიტაცია→აქტივისტების საჯარო დისკრედიტაცია ან სტიგმატიზაცია
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა→ფიზიკური დაზიანების მიყენება

დისკრედიტაციული კამპანიის შემდეგ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი თავს დაესხა

22 ივლისს, სამოქალაქო აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და თავს დაესხა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ოქრიაშვილს სახლთან რამდენიმე პირი ფიზიკურად უსწორდება. თავდასხმის შემდეგ ოქრიაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.
  • 20.07.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო მედია
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
დაშინება, მუქარა და დისკრედიტაცია→აქტივისტების საჯარო დისკრედიტაცია ან სტიგმატიზაცია

პროსამთავრობო არხებმა კომიკოს ონისე ოქრიაშვილისა წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს

პროსამთავრობო მედიასაშუალებებში კომიკოსისა და აქტივისტის, ონისე ოქრიაშვილის, ასევე YouTube-პროექტ „პანჩლაინ თერაპიის“ წინააღმდეგ დისკრედიტაციული კამპანია დაიწყო. კამპანია გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდს მოჰყვა, რომელშიც ოქრიაშვილი ერთ-ერთი თანაწამყვანია ანასტასია ბენდუქიძესთან და ირაკლი ჯაბუასთან ერთად.
  • 19.07.2026
  • ბათუმი | თბილისი
  • შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
დაშინება, მუქარა და დისკრედიტაცია
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა

საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მშობლების ბათუმისკენ მიმავალ მატარებელში ბანერების გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

19 ივლისს, საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა მშობლები გაზეთების დასარიგებლად ბათუმში მატარებლით გაემგზავრნენ. გამგზავრებამდე მათ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბათუმისკენ მიმავალი მშობლები გააჩერეს, რადგან თან ჰქონდათ ბანერები და დაკავებული შვილების ფოტოები.
  • 13.07.2026
  • თბილისი
  • პროკურატურა | სასამართლო
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
თავისუფლების აღკვეთა

სამოქალაქო აქტივისტს ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის პირობით 

2026 წლის 13 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო აქტივისტს, ისაკო დევიძეს, სასამართლოს უპატივცემულობის საქმზე, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების პირობებით, მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ დაამტკიცა. 
  • 10.07.2026
  • თბილისი
  • სასამართლო | სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით

მუსიკოსი მაია დარსმელიძე 2800 ლარით დააჯარიმეს, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირის შეურაცხყოფის საფუძვლით

2026 წლის 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსიკოსი მაია დარსმელიძე 2 800 ლარით დააჯარიმა, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირის ნინო ჯღარკავას მიმართ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. 
  • 07.07.2026
  • თბილისი
  • სხვა საჯარო უწყებები
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური სანქციები→ყადაღები, ანგარიშების გაყინვა

სამოქალაქო აქტივისტს, ნინო კალანდიას, მეორედ დაუყადაღეს ანგარიში

2026 წლის 7 ივლისს, სამოქალაქო აქტივისტს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დედას, ნინო კალანდიას, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, მეორედ დაუყადაღეს პირადი ანგარიში. როგორც ნინო კალანდია წერს, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მის მიმართ გამოწერილი კიდევ 5 ჯარიმაა შესული. 
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ