- 31.12.2024
- მუნიციპალური ორგანოები | პარლამენტი | პროკურატურა | სასამართლო | სხვა საჯარო უწყებები | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
- დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო | პროტესტის ჩახშობა
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა→სიტყვიერი შენიშვნა
დაკავება→ადმინისტრაციული სამართლის დაკავება, სისხლის სამართლის დაკავება
ირიბი ზეწოლა („chilling effect")→სამსახურიდან გათავისუფლება
პირადი ნივთების უკანონო ჩამორთმევა დაკავების / აქციის დაშლის დროს
რეპრესიული კანონმდებლობის მიღება / გამკაცრება
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა
ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის 11-31 დეკემბერი
დეკემბრის მეორე ნახევარში სამოქალაქო აქტივისტების, საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა მიმართ გამოიკვეთა სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ირიბი ზეწოლის პრაქტიკა. დეკემბრის მეორე ნახევარი გამოირჩევა საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებით, ასევე დაკავებებისა და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის პრაქტიკის ზრდით. ქვემოთ მოცემულია დეკემბრის მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენების მიმოხილვა, რომელიც ეყრდნობა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასა და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს და შესაძლოა არ ასახავდეს ყველა შემთხვევას.