ComCom-მა “TV პირველი” შინაარსობრივი რეგულირების დარღვევისთვის მეორედ დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ TV პირველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომლებიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება, მეორედ დააჯარიმა. ამჯერად ჯარიმის ოდენობა 5,000 ლარია.
პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე დამოუკიდებელი მაუწყებლების დისკრედიტაციას ახორციელებს
2026 წლის 12 აგვისტოს, სამთავრობო ბრფინგზე პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიები: “ფორმულა” და “TV პირველი” არაერთხელ მოიხსენია პარტიულ ტელევიზიებად. ისინი რუსოფობიური განწყობების გაღვივებაში დაადანაშაულა, “TV პირველის” ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს კი არაერთხელ უწოდა “უცხოელი აგენტი” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტი.
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ
2026 წლის 10 აგვისტოს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა კობა ფარტენაძემ საკუთარ Facebook გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის მიხედვითაც მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
თბილისში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზეში, დეპორტაციის საფრთხის გამო, იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა
2026 წლის 6 აგვისტოს, თბილისში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზეში, იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი დაკავება საემიგრაციო სამსახურის მიერ. ჟურნალისტი, რომელიც წლებია საქართველოში იმყოფება, 5 აგვისტოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა და დარღვეული ჰქონდა ქვეყანაში ყოფნის ვადები.
პარლამენტის წევრი | პროსამთავრობო "POSTV" | პროსამთავრობო "რუსთავი 2" | პროსამთავრობო “იმედი”
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია
“მონიტორის” YouTube-ს დაბლოკვას მედიის დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა
2026 წლის 3 აგვისტოს, საგამოძიებო მედია “მონიტორის” YouTube-ს დაბლოკვას, “ქართული ოცნებისა” წევრებისა და პროსამთავრობო მედიების მხრიდან, მედიის დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა.
მესამე კიბერშეტევა “მონიტორზე” ბოლო ერთ თვეში – ამჯერად დაბლოკეს მედიის Facebook-ის გვერდი
2026 წლის 3 აგვისტოს, დილით, საგამოძიებო მედია „მონიტორის“ ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დაიბლოკა მათი Facebook-ის გვერდი. „მონიტორმა“ Meta-სგან მიიღო შეტყობინება, თითქოს მათ საავტორო უფლებები დაარღვიეს. მედიამ „საავტორო უფლებების დარღვევა“ კატეგორიულად გამორიცხა.
საზოგადოებრივ მაუწყებელს ადანაშაულებენ კრიტიკული ავტორის საავტორო პროექტის არქივიდან წაშლაში
ჟურნალისტი ია ანთაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საიტიდან (1tv.ge) გაქრა მისი საავტორო პროექტის “საინტერესო ადამიანების” ფარგლებში მომზადებული 350 ინტერვიუ.
კოორდინირებული კიბერშეტევის მორიგი მცდელობის შედეგად “მონიტორის” YouTube არხი გაითიშა
25 ივლისს, საგამოძიებო მედია “მონიტორის” YouTube არხი გაითიშა. გავრცელებულ განცხადებაში მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ მათ წინააღმდეგ კოორდინირებული კიბერშეტევა განხორციელდა:
ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო პატიმრობა შეეფარდა
22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ზვიად ცეკვავამ ჟურნალისტ ვახო სანაიასთვი 14 დღიანი პატიმრობა სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსის გამო შეუფარდა. მანამდე, Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო ვახო სანაია მანამდე დაჯარიმებული იყო.