ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 25.08.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | პენიტენციური სამსახური
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ცენზურა

პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრისთვის ლაშა ბუღაძის რომანის გადაცემა „გაურკვეველი შინაარსის ლიტერატურის“ მოტივით შეზღუდა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თავისუფლებააღკვეთილ ნანა სანდერს ლაშა ბუღაძის რომანი „დამკვირვებელი“ არ გადასცა. უწყებამ უარი წიგნის სათაურის „ბუნდოვანებითა“ და მისი შინაარსის „გაურკვევლობით“ ახსნა.
  • 20.08.2026
  • თბილისი
  • პარტია "ქართული ოცნება"
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ცენზურა

რეჟისორ უტა ბერიას განცხადებით, კინოცენტრი ფილმის „ცრემლსადენი გაზი“ ჩვენების შეზღუდვას ცდილობს

რეჟისორ უტა ბერიას განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ფილმ „ცრემლსადენი გაზის“ მსოფლიო პრემიერამდე საპროდიუსერო კომპანიას გაფრთხილების წერილი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში კომპანიას ფულადი ჯარიმა დაეკისრებოდა
  • 17.08.2026
  • ბათუმი
  • ადმინისტრაციული ორგანო | კერძო პირი | შსს
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი→სამართლებრივი დევნა
ფიზიკური ძალადობა

ჟურნალისტ კობა ფარტენაძის მიმართ განმეორებითი თავდასხმის შემდეგ, ის ადმინისტრაციული წესით დააკავეს

16 აგვისტოს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტსა და მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს კვლავ დაესხნენ თავს. ფარტენაძის თქმით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდნენ.
  • 16.08.2026
  • დაუდგენელი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
კიბერთავდასხმა

რეგიონული ონლაინმედია „საფიხვნო“-ს YouTube არხი გაითიშა

16 აგვისტოს რეგიონულმა ონლაინმედია „საფიხვნომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი YouTube-არხი წაიშალა. გამოცემა მაღალმთიანი რეგიონის ამბებზე მუშაობს, ამზადებს პოდკასტებსა და ვიდეომასალებს და გამოირჩევა კრიტიკული, პროევროპული სარედაქციო პოზიციით.
  • 15.08.2026
  • თბილისი
  • "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული გვერდი | ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია

კრიტიკული მედიის დისკრედიტაციის კამპანია გრძელდება

კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დისკრედიტაციული გზავნილები კვლავ ვრცელდება როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე პროსამთავრობო მედიასაშუალებების მხრიდან.
  • 13.08.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო “იმედი”
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია

ტელეკომპანია „იმედი“ რადიო თავისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს

ტელეკომპანია „იმედმა“ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა ბარათი, რომლითაც “რადიო თავისუფლების” დისკრედიტაციას ცდილობს. ქარდში მედიასაშუალება მოხსენიებულია როგორც „უცხოეთიდან დაფინანსებული რადიო თავისუფლება“ და ნათქვამია, რომ ის სასკოლო ფორმების რეფორმის გაკრიტიკებას ცდილობს.
  • 13.08.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | კომუნიკაციების კომისია
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი→ფინანსური ჯარიმა

ComCom-მა “TV პირველი” შინაარსობრივი რეგულირების დარღვევისთვის მეორედ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ TV პირველი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომლებიც შინაარსობრივ რეგულირებას ეხება, მეორედ დააჯარიმა. ამჯერად ჯარიმის ოდენობა 5,000 ლარია.
  • 12.08.2026
  • თბილისი
  • პრემიერ მინისტრი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია

პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე დამოუკიდებელი  მაუწყებლების დისკრედიტაციას ახორციელებს 

2026 წლის 12 აგვისტოს, სამთავრობო ბრფინგზე პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიები: “ფორმულა” და “TV პირველი” არაერთხელ მოიხსენია პარტიულ ტელევიზიებად. ისინი რუსოფობიური განწყობების გაღვივებაში დაადანაშაულა, “TV პირველის” ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს კი არაერთხელ უწოდა “უცხოელი აგენტი” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტი. 
  • 10.08.2026
  • ბათუმი
  • კერძო პირი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→სიცოცხლის მოსპობის მუქარა

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ

2026 წლის 10 აგვისტოს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა კობა ფარტენაძემ  საკუთარ Facebook გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის მიხედვითაც მას  ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
  • 06.08.2026
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა

თბილისში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზეში, დეპორტაციის საფრთხის გამო, იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა

2026 წლის 6 აგვისტოს, თბილისში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზეში, იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი დაკავება საემიგრაციო სამსახურის მიერ. ჟურნალისტი, რომელიც წლებია საქართველოში იმყოფება, 5 აგვისტოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა და დარღვეული ჰქონდა ქვეყანაში ყოფნის ვადები. 
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ