ჟურნალისტების დაკავების შემთხვევები საქართველოში. 2024-2025 წლები
2024 წლის იანვრიდან ჟურნალისტების დროებითი დაკავებისა და დაპატიმრების შემთხვევებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია, რაც ძირითადად საპროტესტო აქციების გაშუქებისას ხდებოდა. ჯამში დოკუმენტირებულია 30 შემთხვევა.
სასამართლო პროცესების გაშუქება: ბარიერები ჟურნალისტებისთვის
2025 წელს, ორი ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა პროცესი გაიმართა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის საქმეზე. არაერთი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, “სინდისის პატიმრებთან” დაკავშირებითაც. უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანების გარდა, სასამართლოში წყდებოდა ოპოზიციური პარტიების ლიდერების და “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების ბედიც.
კომუნიკაციების კომისია – საფრთხე დამოუკიდებელი მაუწყებლებისთვის
საქართველოს კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს მარეგულირებელ ორგანოს, რომლის მანდატი მოიცავს ელექტრონული კომუნიკაციების, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროს ზედამხედველობას. კომისიის საქმიანობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მედიის გარემოსა და გამოხატვის თავისუფლებაზე საქართველოში. კახა ბექაურს, რომელიც 2014 წელს კომისიის წევრად იყო არჩეული, ხოლო 2017 წლიდან თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მიმდინარე წლის 29 იანვარს დაგეგმილია კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევა.
დამოუკიდებელი მედიის უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოში, 2025
2025 წელს მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა (CMIS) დააფიქსირა 357 სხვადასხვა ტიპის ინციდენტი ჟურნალისტების, მედია საშუალებებისა და მედიის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რა დროსაც 323 მედიის წარმომადგენელი და მედიაორგანიზაცია აღმოჩნდა ინციდენტების ადრესატი.
უპრეცედენტო მასშტაბის რეპრესიები საქართველოში: 600 თავდასხმა მედიის წინააღმდეგ ერთ წელიწადში
„მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის“ (CMIS) მონაცემების თანახმად, რომლებიც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშესთან” (RSF) პარტნიორობით გამოქვეყნდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევებმა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.
ჟურნალისტების უფლებების დარღვევები გენდერულ ჭრილში
მედიის კვლევის ცენტრმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტების, მედიაორგანიზაციების და მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებების დარღვევის ამსახველი 542 ინციდენტი დააფიქსირა.
ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის, მუქარისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები 4 ოქტომბრის არჩევნებზე
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე (რომელსაც ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს) მედიის წარმომადგენლების მიმართ მუშაობის ხელშეშლის, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.