ჟურნალისტების უფლებების დარღვევები  გენდერულ ჭრილში 

29.10.2025

“მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა“ (მედიის კვლევის ცენტრმა) ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტების, მედიაორგანიზაციების და მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებების დარღვევის ამსახველი 542 ინციდენტი დააფიქსირა.

აღნიშნული შემთხვევები პირდაპირ, თუ – ირიბად, ასობით ადამიანს შეეხო. მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ სხვადასხვა მედიაში დასაქმებული სულ მცირე 177 ქალი გახდა ინციდენტების ადრესატი, მათ შორის: ჟურნალისტი, ოპერატორი, ფოტოგრაფი, თუ რედაქტორი.

მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის ინციდენტთა ბაზაში აღრიცხული ყველაზე გავრცელებული დარღვევები გენდერულ ჭრილში

მიდმინარე წლის ღამით 11 და 12 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით, ხოლო შემდეგ სისხლის სამართლის საფუძველზე დააკავეს“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მისი დაკავება და შემდგომი პატიმრობა ადგილობრივი და საერთაშორისო რგანიზაციების შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო. 6 აგვისტოს კი მზია ამაღლობელს მიესაჯა პატიმრობა 2 წლის ვადით.

მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა და შედეგად დაზიანდა 53 ქალი ჟურნალისტი. მათ შორის, განმეორებითი ძალადობა ერთი და იგივე ჟურნალისტს შეეხო. აქ უნდა აღინიშნოს, რომ დაკავების ორი შემთხვევა ქალებს შორის – ონლაინ გამოცემების “ნეტგაზეთის” და“ბათუმელების” რედაქტორს შეეხო.

ქალი მედიის წარმომადგენლები ხშირად არიან სიტყვიერი თავდასხმის (შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია, მუქარა) ადრესატები, კერძოდ,მონიტორინგის პერიოდში 46 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება გადაღების აკრძალვას და დაჯარიმების შემთხვევებს, ქალებს 32-ჯერ აუკრძალეს გადაღება და 24-ჯერ დააჯარიმეს.

მეთოდოლოგია:

  • მონაცემები ეყრდნობა საჯაროდ გავრცელებულ წყაროებს;
  • უმეტეს შემთხვევაში ერთი და იგივე ჟურნალისტის უფლება ერთზე მეტჯერ დაირღვა;
  • ერთსა და იმავე ჟურნალისტს, უმრავლეს შემთხვევაში, შეეხო ერთზე მეტი ტიპის დარღვევა.

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი:

Share