ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 26.10.2024
  • გორი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა მუშაობაში ხელშეშლა საარჩევნო უბნიდან გაძევება სიტყვიერი შეურაცხყოფა

ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლის შემთხვევები შიდა ქართლის საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის და საარჩევნო უბნიდან გაძევების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მსგავ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი შიდა ქართლშიც.
  • 26.10.2024
  • ახალქალაქი
  • კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა

ახალქალაქის საარჩევნო უბნებზე “Aliq Media”-ს ჟურნალისტების დისკრედიტაცია სცადეს

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის საარჩევნო უბნებზე მომუშავე "Aliq Media"-ს ჟურნალისტებს არაერთხელ შეუშალეს ხელი.
  • 26.10.2024
  • რუსთავი
  • კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, რუსთავის 33-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, რუსთავში, 33-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონის წართმევა სცადეს. ინციდენტი მოჰყვა ჟურნალისტის მცდელობას დაეფიქსირებინა უბნის მიმდებარედ მყოფი არაიდენტიფიცირებადი პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.
  • 26.10.2024
  • ახმეტა | ბოდბე | თელავი | ლაგოდეხი
  • კერძო პირი | საჯარო მოხელე
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა ვერბალური თავდასხმა თავდასხმა საკუთრებაზე მუშაობაში ხელშეშლა სიტყვიერი შეურაცხყოფა ტექნიკის დაზიანება ტექნიკის ჩამორთმევა ფიზიკური ძალადობა

ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფის შემთხვევები კახეთის საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 16 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მედიის წარმომადგენლების მიმართ არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი კახეთის საარჩევნო უბნებზე.
  • 26.10.2024
  • ბათუმი
  • კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციულ შენობაში არშეშვება გადაღების აკრძალვა დაშინება/მუქარა ვერბალური თავდასხმა თვალთვალი მუშაობაში ხელშეშლა

გადაღების აკრძალვა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, უბნიდან გამოძევება, თვალთვალი – ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ ბათუმის საარჩევნო უბნებზეც

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მძიმე სამუშაო გარემო იყო ჟურნალისტებისთვის აჭარაშიც, ბათუმის საარჩევნო უბნებზე
  • 26.10.2024
  • ზუგდიდი | ჩხოროწყუ | წალენჯიხა
  • ადმინისტრაციული ორგანო | კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა ვერბალური თავდასხმა მუშაობაში ხელშეშლა საარჩევნო უბნიდან გაძევება სიტყვიერი შეურაცხყოფა

ჟურნალისტების საარჩევნო უბნიდან გაძევებისა და გადაღების აკრძალვის მცდელობები სამეგრელოს საარჩევნო უბნებზე

  • 26.10.2024
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა დაშინება/მუქარა ვერბალური თავდასხმა მუშაობაში ხელშეშლა საარჩევნო უბნიდან გაძევება სიტყვიერი შეურაცხყოფა ტექნიკის დაზიანება ტექნიკის ჩამორთმევა ფიზიკური ძალადობა

ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის შემთხვევები თბილისის საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში  საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჟურნალისტებისთვის არასახარბიელო სამუშაო გარემო იყო შექმნილი. დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მრავალი შემთხვევა, მათ შორის, შეურაცხყოფის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ტექნიკის დაზიანების და თავისუფლების დროებით აღკვეთის შემთხვევებიც. 
  • 16.10.2024
  • ხარაგაული
  • საჯარო მოხელე
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა ვერბალური თავდასხმა მუშაობაში ხელშეშლა სიტყვიერი შეურაცხყოფა

გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” ჟურნალისტებს ხარაგაულის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 

“წაბრძანდით, ნაციონალების შეხვედრაზე დადექით. ვინ ხართ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი მიყიდული, გაყიდული…,“ - ასე მიმართა მერმა ჟურნალისტებს და „სხვადასხვა პარტიების მიერ ნაყიდი და დაქირავებული“ და „პროვოკატორობით ცნობილი“ უწოდა. 
  • 15.10.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
კიბერთავდასხმა

გამოცემა Sova დომენის დაბლოკვისა და მისი სახელით რუსული პროპაგანდის გავრცელების შესახებ იუწყება

რუსულენოვან გამოცემა Sova News-ს 2024  წლის ივლისში დომენზე წვდომა დაებლოკა, ოქტომბრიდან კი, Sova-ს სახელით იგივე დომენიდან ვიღაცამ პრორუსული პროპაგანდის გავრცელება დაიწყო.
  • 13.10.2024
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები ფინანსური ჯარიმა

 ტელეკომპანია “ფორმულა” სასამართლომ მეოთხედ დააჯარიმა

2024 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეკომპანია “ფორმულა” 5 ათასი ლარით დააჯარიმა ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და ეთერში პარტიის ვიდეორგოლის განთავსების გამო.