ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 14.03.2024
  • ბათუმი
  • კერძო კომპანია | კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა ვერბალური თავდასხმა თავდასხმა საკუთრებაზე მუშაობაში ხელშეშლა სიტყვიერი შეურაცხყოფა ტექნიკის ჩამორთმევა

“TV 25”-ის გადამღებ ჯგუფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალეს

2024 წლის 14 მარტს, ბათუმში, ადგილობრივი მედიის, “TV 25”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნების ქალაქში" ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ ”TV 25-ის” ჟურნალისტს თეო ფუტკარაძეს და ოპერატორს გერა კილაძეს მშენებლობაზე დასაქმებულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
  • 08.03.2024
  • ადიგენი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა მუშაობაში ხელშეშლა

“TOK TV”-ის ჟურნალისტს მიშო დარბაიძეს გადაღების საშუალება არ მისცეს

2024 წლის 8 მარტს TOK TV-ის ჟურნალისტს მიშო დარბაიძეს პოლიციამ ხელი შეუშალა ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში, რომელსაც მერიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
  • 01.03.2024
  • ლარსის სასაზღვრო
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა

აქტივისტური მედიაჯგუფის, “მედიაზონის” ჟურნალისტი დევიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს

  • 20.02.2024
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა

“მთის ამბების” რედაქტორს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვიერად დაესხა თავს

2024 წლის 20 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საჯაროდ მოითხოვა განმარტება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რატომ მოხვდა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ჟურნალისტური კონკურსის “ევროკავშირის პრიზის” ფინალისტებში. 
  • 31.01.2024
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები ფინანსური ჯარიმა

უკანონო დაკავების შემდეგ, “მთის ამბების” და “საქართველოს ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, 2000 ლარით დააჯარიმეს

  • 25.01.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
კიბერთავდასხმა

“მთავარი არხისა” და “ფორმულას” ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა

2024 წლის 25 იანვარს, ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიების “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ვებგვერდები, სავარაუდოდ, კიბერთავდასხმის შედეგად გაითიშა
  • 23.01.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება/დაპატიმრება ფიზიკური ძალადობა

უკანონო დაკავება და ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტებზე

2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, როდესაც აღსრულების პოლიცია საცხოვრებელი კორპუსიდან ასახლებდა ერთ-ერთ ოჯახს, ადგილზე მყოფი ონლაინმედიების: “მაუწყებლის” და “მთის ამბების" ჟურნალისტებს პოლიციამ ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.