ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 04.04.2025
  • ჭიათურა
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა

ჭიათურაში საკრებულოს საჯარო სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს

2025 წლის 4 აპრილს ტელეკომპანია „ფორმულას“ „TV პირველისა“ და „მთის ამბების“ გადამღები ჯგუფები ჭიათურის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს.
  • 30.03.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა

იტალიური მედიის ფოტოჟურნალისტი, ჟერომ შობო, საქართველოში არ შემოუშვეს

2025 წლის 30 მარტს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს იტალიური მედიის NurPhoto-ს ფოტოჟურნალისტს ჟერომ შობოს.
  • 28.03.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური ძალადობა

საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა ხელი ჰკრეს მედია “აპრილის” ჟურნალისტს

2025 წლის 28 მარტს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ონლაინ მედია “აპრილის” ჟურნალისტს პოლიციელებმა ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
  • 27.03.2025
  • თბილისი
  • პრო-სამთავრობო/პროპაგანდისტული ტელეკომპანია “იმედი”
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დეზინფორმაციის გავრცელება

პროპაგანდისტული ტელეკომპანია “იმედი” საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ ჟურნალისტების – ნინო ზაუტაშვილის და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, დისკრედიტაციას ახორციელებს

  • 26.03.2025
  • ახალციხე
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
შენობაში არ შეშვება

“Tok TV-სა და “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტები არ დაუშვეს ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე

ადგილზე მისულ “სამხრეთის კარიბჭესა” და “TOK TV”-ის ჟურნალისტებს საჯარო დაწესებულებაში შესვლის აკრძალვის მიზეზად დაუსახელეს ის, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო. 
  • 26.03.2025
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
აკრედიტაციის შეჩერება

“TV პირველის” ჟურნალისტს პარლამენტმა აკრედიტაცია ექვსი თვით შეუჩერა

აკრედიტაციის შეჩერება უკავშირდება პროევროპული აქციების დროს დაკავებული პატიმრების საქმეზე მომზადებულ სიუჟეტს.
  • 23.03.2025
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • გადაცემის წაყვანის უფლების შეჩერება | დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
გადაცემის წაყვანის უფლების შეჩერება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, რომელიც არხის პოლიტიკას აკრიტიკებდა, ეთერს ჩამოაშორეს

2025 წლის 23 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის წამყვანმა, ანი ჯობავამ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ ტელეკომპანიაში გადაცემის წაყვანის უფლებას არ აძლევენ.
  • 21.03.2025
  • თბილისი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
გამოძიების დაწყებით მუქარა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პროკურატურით ემუქრება თანამშრომლებს, რომლებიც არხის პოლიტიკას აკრიტიკებენ

2025 წლის 21 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა, საბჭოს სხდომაზე, პროკურატურას მიმართრეს დაინტერესდეს არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილისა და კახა მელიქიძის საქმიანობით,
  • 20.03.2025
  • ბათუმი
  • კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური ძალადობა

„აჭარა თაიმსის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ

2025 წლის 20 მარტს, ქალაქ ბათუმში  "აჭარა თაიმსის” დირექტორს -  სულხან მესხიძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტს, ლია ტოკლიკიშვილს, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების საკითხების გაშუქებას ცდილობდნენ, "ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ.
  • 19.03.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა

“TV პირველის” ჟურნალისტები მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა

მოსამართლემ გადაწყვეტილება  მას შემდეგ მიიღო, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ მიეცათ პროცესზე ფოტოგადაღების უფლება. მათ ეს კანონის დაცვით, ოფიციალური განცხადებით ჰქონდათ მოთხოვნილი.