ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 04.03.2025
  • ბათუმი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება/დაპატიმრება

“ნეტგაზეთი”/”ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორი პატიმრობაში დატოვეს

გამოცემების - “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება, 2025 წლის 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვასილ მეტრეველმა მიიღო.
  • 28.02.2025
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამსახურიდან გათავისუფლება

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა თანამშრომელი, რომელიც არხის პოლიტიკას აკრიტიკებდა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა  შრომითი კონტრაქტი არ გაუგრძელა რადიო გადაცემების - „შუადღის პიკისა“ და „საღამოს პიკის“ პროდიუსერის ასისტენტს, ანა მეტრეველს, -  თანამშრომელს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებდა.
  • 27.02.2025
  • ახალციხე
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა

“TOKTV”-ს ჟურნალისტს ახალციხის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 

2025 წლის 27 თებერვალს ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარიშვილმა “TOKTV”-ს ჟურნალისტს მიშო დარბაიძეს კრიტიკული კითხვების გამო მავნებელი უწოდა.
  • 27.02.2025
  • ბათუმი
  • კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა

“აჭარა თაიმსის” რედაქტორისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა სცადეს

2025 წლის 27 თებერვალს “აჭარა თაიმსის” რედაქტორი სულხან მესხიძე ქ. ბათუმში, “ოცნების ქალაქის” უბანში, დიდთოვლობის გამო ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სახურავის ჩამონგრევას აშუქებდა პირდაპირ ეთერში.
  • 21.02.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები ფინანსური ჯარიმა

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი დააჯარიმეს

2025 წლის 21 თებერვალს, შსს-მ “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი გზის „ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით 5000 ლარით დააჯარიმა.
  • 19.02.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება/დაპატიმრება

სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციამ დააკავა “TV პირველის” ოპერატორი

2025 წლის 19 თებერვალს გამთენიისას, “TV პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი პოლიციელებმა  ძალის გამოყენებით დააკავეს. ფაქტის შემსწრე მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავების დროს შეუძლებელია ჯიოშვილის
  • 17.02.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები ფინანსური ჯარიმა

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო წვერავა დააჯარიმეს

2025 წლის 17 თებერვალს, შსს-მ “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო წვერავა გზის “ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით 5000 ლარით დააჯარიმა. ჟ
  • 17.02.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები ფინანსური ჯარიმა

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო შუბითიძე დააჯარიმეს

2025 წლის 17 თებერვალს, შსს-მ “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო შუბითიძე დააჯარიმა 5000 ლარით გზის “უკანონოდ გადაკეტვის” საფუძვლით.
  • 16.02.2025
  • ბათუმი
  • კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა ფიზიკური ძალადობა

“აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს და რედაქტორს მუშაობაში ხელი შეუშალეს და ტექნიკის დაზიანება სცადეს

2025 წლის 16 თებერვალს, ქალაქ ბათუმში, “ოცნების ქალაქის” უბანში პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს და რედაქტორს სულხან მესხიძეს.
  • 15.02.2025
  • ბათუმი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა

“აჭარა თაიმსის” და “ბათუმელების” ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს

2025 წლის 15 თებერვალს, ქალაქ ბათუმში ახალი უბნის, “ოცნების ქალაქის” სამშენებლო ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ წლით სავსე თხრილში ჩავარდნილი ორი მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა,