“პუბლიკის” ფოტორეპორტიორის წინააღმდეგ, რომელიც აქციის გაშუქებისას სამართალდამცველებმა სასტიკად სცემეს, პოლიციამ სასამართლოს მიმართა
2025 წლის 12 თებერვალს, ონლაინგამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტისა და ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა. უწყება ფოტორეპორტიორს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლოში პროცესი 25 თებერვალს,16:00 საათზეა ჩანიშნული.
გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტი არ შეუშვეს ქალაქის მერიის საჯარო ღონისძიებაზე
როგორც გამოცემა წერს, ამ შეხვედრის შესახებ მათ უსახლკაროებმა შეატყობინეს, თუმცა ბათუმის მერიის შესასვლელთან მისულ „ბათუმელების“ ჟურნალისტს დაცვის პოლიციელებმა განუცხადეს, რომ შეხვედრაზე ვერ შეუშვებდნენ.
ფრანგი ჟურნალისტი, კლემენ ჟირარდო, საქართველოში არ შემოუშვეს
2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს ჟურნალისტი კლემენ ჟირარდო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა. კლემენ ჟირარდო თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო მედიაგამოცემებთან, როგორებიცაა Le Monde, Society და Al Jazeera.
“მთავარი არხის” ოპერატორი, რომელიც პოლიციამ მუშაობის დროს უკანონოდ დააკავა, თავად ცნეს სამართალდამრღვევად
2025 წლის 10 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა “მთავარი არხის” ოპერატორს სერგი ბარამიძეს, რომელზეც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველებმა თავად იძალადეს.
2025 წლის 4 თებერვალს სამართალდამცავი ორგანოებიდან დაუკავშირდნენ „ტაბულას“ ჟურნალისტს, ნიკოლოზ ჭირაქაძეს, და შეატყობინეს, რომ 17 იანვარს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყოფნის დროს, მან „დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები“, რის გამოც მოუწევს სამართლებრივი პროცედურების გავლა.
4 თებერვალს პარლამენტში უსაფრთხოების “ყვითელი დონე” ამოქმედდა და ჟურნალისტებს მუშაობა კვლავ დაუსაბუთებლად შეეზღუდათ. აღნიშნული ზომა „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას უკავშირდება.
4 თებერვალს, “მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუკ პოსტი, საიდანაც ირკვევა, რომ რედაქციის კუთვნილი ავტომობილი განზრახ დააზიანეს.
პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებს
4 თებერვალს საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ უკანონოდ ხელი შეუშალა მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, მათ შორის, ფიზიკურად გაუსწორდა 3 ჟურნალისტს: