“პუბლიკას” რეპორტიორს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
2025 წლის 17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში “პუბლიკას” რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის საქმის განხილვა გაიმართა. ალექსანდრე ქეშელაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ; სასამართლომ მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
2025 წლის 17 მარტს “ფორმულას” ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს, პოლიციიდან აცნობეს, რომ 5 000 ლარით არის დაჯარიმებული. ჟურნალისტს 13 მარტს გზის გადაკეტვას ედავებიან.
OC Media-ს დამფუძნებელი და ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე „გზის გადაკეტვისთვის“ ოთხჯერ დააჯარიმეს – ჯამში 20 000 ლარით
OC Media-ს დამფუძნებელი და ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით, შსს-მ ოთხჯერ დააჯარიმა 11 მარტს, 15 მარტს, 2 და 3 აპრილს. ჯამში ჟურნალისტს 20 000 ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული.
გამოცემა “მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ
2025 წლის 15 მარტს “მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას და მის თანხმლებ პირს პოლიციელიები თავს დაესხნენ.
“რადიო თავისუფლების” პროდიუსერს, ბექა ბერაძეს, რომელიც პროევროპულ აქციებზე დაზარალდა, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
2025 წლის 12 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე “რადიო თავისუფლების” პროდიუსერს ბექა ბერაძეს სასამართლომ პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
2025 წლის 10 აპრილს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ელისო ჯარიშვილს აცნობეს, რომ გზის „უკანონოდ გადაკეტვის საფუძვლით“ 5000 ლარით არის დაჯარიმებული. შსს-მ მას გზის 12 მარტს გადაკეტვას ედავება, რა დროსაც ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
2025 წლის 9 მარტს, საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საფუძვლით, ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომელი, საავტორო გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი დააჯარიმეს. რ