ქართულ-სომხური გამოცემის რედაქტორს საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს
2024 წლის 17 სექტემბერს, საქართველოში შესვლის უფლება არ მისცეს და აეროპორტიდან სტამბულში გააბრუნეს ქართულ-სომხური გამოცემის, Aliq Media-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი არსენ ხარატიანი
თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯეს
2024 წლის 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აზერბაიჯანული გამოცემის Azel.tv-ის მთავარ რედაქტორს, აფგან სადიგოვს, სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.
“TV მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფს კერძო პირები დაესხნენ თავს
2024 წლის 25 ივლისს, შიდა ქართლის ადგილობრივი ტელევიზიის “TV მონიტორინგის” ჟურნალისტებს ბექა პირველსა და შოთა სადაღაშვილს, დიდუბის ავტოსადგურში მძღოლები დაესხნენ თავს.
“მთავარი არხის” ჟურნალისტებს თავს დაესხნენ კერძო პირები
25 ივლისს, სოფელ სუფსაში გადაღებაზე მყოფ “მთავარი არხის" ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს ძალადობრივმა ჯგუფმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მელაძის განცხადებით, სასამართლო სისტემა ხელოვნურ ტექნიკურ ბარიერებს უქმნის კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, რათა მათ ვერ მოახერხონ სასამართლო სხდომების გადაღება.
აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორს საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს
2024 წლის 17 ივლისს, აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, Azel.tv-ის მთავარს რედაქტორს აფგან სადიქოვს ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს დატოვების უფლება არ მისცეს.
“TV პირველს” ყოფილი პრემიერის ოჯახი სასამართლოში უჩივის
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა სასამართლოს სარჩელით მიმართა ტელეკომპანია “პირველის” წინააღმდეგ. მოსარჩელე ითხოვს, ცილისწამებად იქნას აღიარებული ინფორმაცია, რომელიც საგამოძიებო გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა.