2025 წლის 4 თებერვალს სამართალდამცავი ორგანოებიდან დაუკავშირდნენ „ტაბულას“ ჟურნალისტს, ნიკოლოზ ჭირაქაძეს, და შეატყობინეს, რომ 17 იანვარს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყოფნის დროს, მან „დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები“, რის გამოც მოუწევს სამართლებრივი პროცედურების გავლა.
4 თებერვალს პარლამენტში უსაფრთხოების “ყვითელი დონე” ამოქმედდა და ჟურნალისტებს მუშაობა კვლავ დაუსაბუთებლად შეეზღუდათ. აღნიშნული ზომა „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას უკავშირდება.
4 თებერვალს, “მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუკ პოსტი, საიდანაც ირკვევა, რომ რედაქციის კუთვნილი ავტომობილი განზრახ დააზიანეს.
პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებს
4 თებერვალს საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ უკანონოდ ხელი შეუშალა მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, მათ შორის, ფიზიკურად გაუსწორდა 3 ჟურნალისტს:
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წაყვანის უფლება დროებით შეუჩერდა
4 თებერვალს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, 18 საათიანი მოამბის წამყვანს, ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, დროებით შეუჩერა გადაცემის წაყვანის უფლება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნა თავად ჟურნალისტმა. წამყვანობის შეჩერების მიზეზი „მოამბის” პროდიუსერების მიერ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმაა.
2 თებერვლის აქციაზე მედიის 11 წარმომადგენელს შეუშალეს ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში
2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე მედიის 10 წარმომადგენელს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში უკანონოდ ხელი შეუშალეს. ჟურნალისტების ნაწილი ფიზიკურად დაშავდა.
პარლამენტის თავმჯდომარის მუქარა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა “პუბლიკას”
1 თებერვალს, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა, ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდების რეკლამირებაში დაადანაშაულა.
“მთავარი არხის” განცხადებით ტელეკომპანიის ფუნქციონირება საფრთხის ქვეშაა
“მათავრმა არხმა” განცხადება გაავრცელა, სადაც მაუწყებლში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს. განცხადების თანახმად, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის არხის ფუნქციონირებას.