ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 28.04.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება/დაპატიმრება

“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს

2025 წლის 28 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
  • 26.04.2025
  • თბილისი
  • კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა

“TV პირველის” ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ

მაკა ანდრონიკაშვილს და მის ოპერატორს, საქმის მთავარი ფიგურანტი თამაზ ხარაიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
  • 24.04.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სასამართლო სხდომიდან გაძევება

“პუბლიკას” რეპორტიორი, მინდია გაბაძე, მოსამართლემ  სხდომიდან კითხვის დასმის გამო გააძევა

2025 წლის 24 აპრილს ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” რეპორტიორი მინდია გაბაძეს სასამართლოს სხდომა დაატოვებინეს.
  • 17.04.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:

გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტი სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა

2025 წლის 17 აპრილს, გამოცემა "ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, 2500 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. 
  • 17.04.2025
  • გორი
  • კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური ძალადობა

ტელეკომპანია “თრიალეთის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

როგორც ჟურნალისტი აღწერს, ადგილობრივმა გადამღები ჯგუფის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ოპერატორს აპარატურის დამტვრევით დაემუქრა.
  • 17.04.2025
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისციპლინური სანქცია

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კიდევ სამ თანამშრომელს დააკისრა დისციპლინური სანქცია

ს თანამშრომლები არიან: გადაცემა”რეალური სივრცის” რედაქტორი ტუხა კვინიკაძე, “შაბათ-კვირის შოუს” აღმასრულებელი პროდიუსერი თამარ ჭინჭარაული და “შაბათ-კვირის შოუს” კორესპონდენტი ანა აბაკელია.
  • 12.04.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური ჯარიმა

“ტაბულას” ჟურნალისტი. ლუკა კაციტაძე. 5 000 ლარით დააჯარიმეს

2025 წლის 12 აპრილს, “გზის უკანონოდ” გადაკეტვის გამო საინფორმაციო სააგენტო “ტაბულას” ჟურნალისტი - ლუკა კაციტაძე 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.
  • 11.04.2025
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამსახურიდან გათავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კრიტიკული ჟურნალისტები – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს 

2025 წლის 11 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გაათავისუფლეს წამყვანი სახეები, ჟურნალისტები: ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი. გათავისუფლების საფუძვლად ჟურნალისტებს დისციპლინური მოკვლევა დაუსახელეს.
  • 11.04.2025
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისციპლინური სანქცია

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინური სანქციები დააკისრა ოთხ თანამშრომელს, რომლებიც არხის მიმართ კრიტიკით გამოირჩევიან

ეს თანამშრომლები არიან: გადაცემა „რეალური სივრცის“ ჟურნალისტი თამარ მშვენიერაძე და წამყვანი იოსებ კაციტაძე. პულტის რეჟისორი და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი, კახაბერ მელიქიძე და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი, ირმა ჩუბინიძე.
  • 07.04.2025
  • ბათუმი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
შენობაში არშეშვება

ბათუმში უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტებს არ უშვებენ

2025 წლის 7 აპრილს ბათუმში უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა “ბათუმელები”. სხდომაზე აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ამტკიცებენ. გათიშულია პირდაპირი ტრანსლაციაც.