მედია აპრილის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე “გზის გადაკეტვის” გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს
2025 წლის 31 მაისს საინფორმაციო სააგენტო “აპრილის” მთავარმა რედაქტორმა ხატია ღოღობერიძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” გამო 5 000 ლარით დაჯარიმდა.
2025 წლის 31 მაისს, “TV პირველის” გადაცემა “ მელაძის შაბათის” ეთერში გავიდა თამთა დოლენჯაშვილის ჟურნალისტური გამოძიება პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრების ფიქტიური დასაქმების შესახებ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომებზე დასწრება მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი
2025 წლის 30 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტის დოკუმენტში ცვლილებები შეიტანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების ნაწილს კვლავ არ უშვებენ
2025 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, უკვე მესამედ, ჟურნალისტებს ეზღუდებათ ტექნიკით შესვლა და საქმიანობა. სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს ის ჟურნალისტები, რომლებსაც არ ჰქონდათ სასამართლო დარბაზიდან პროცესის გაშუქების წინასწარი ნებართვა, თუმცა ჟურნალისტს ამგვარი წინასწარი
კორესპონდენტების ნაწილს საქალაქო სასამართლოში პროცესზე დასწრება შეეზღუდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის ხმაურიანი პროცესის სხდომა იყო ჩანიშნული, რომელიც მოსამართლე ნანა შამათავას გადაწყვეტილებით სასამართლოს მცირე დარბაზში ჩატარდა და მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინტერესი
ფოტო და ვიდეო კამერით აღჭურვილ კორესპონდენტებს სასამართლოს შენობაში კვლავ არ უშვებენ
ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ფოტო ან/და ვიდეო კამერებით არიან აღჭურვილნი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში კვლავ არ უშვებენ.