ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 04.02.2025
  • თბილისი
  • კერძო პირი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ქონების დაზიანება (მაგ. სახლი, მანქანა, ოფისი)

“მთის ამბების” კუთვნილი ავტომობილი განზრახ დააზიანეს

4 თებერვალს, “მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუკ პოსტი, საიდანაც ირკვევა, რომ რედაქციის კუთვნილი ავტომობილი განზრახ დააზიანეს. 
  • 04.02.2025
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური ძალადობა

პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებს

4 თებერვალს საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ უკანონოდ ხელი შეუშალა მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, მათ შორის, ფიზიკურად გაუსწორდა 3 ჟურნალისტს:
  • 04.02.2025
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
შრომითი უფლების შეზღუდვა

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წაყვანის უფლება დროებით შეუჩერდა

4 თებერვალს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, 18 საათიანი მოამბის წამყვანს,  ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, დროებით შეუჩერა გადაცემის წაყვანის უფლება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნა თავად ჟურნალისტმა. წამყვანობის შეჩერების მიზეზი „მოამბის” პროდიუსერების მიერ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმაა.
  • 02.02.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა ტექნიკის დაზიანება ფიზიკური დაზიანება ფიზიკური ძალადობა

2 თებერვლის აქციაზე მედიის 11 წარმომადგენელს შეუშალეს ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში

2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე მედიის 10 წარმომადგენელს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში უკანონოდ ხელი შეუშალეს. ჟურნალისტების ნაწილი ფიზიკურად დაშავდა.
  • 01.02.2025
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაშინება/მუქარა დისკრედიტაცია

პარლამენტის თავმჯდომარის მუქარა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა “პუბლიკას”

1 თებერვალს, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა, ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდების რეკლამირებაში დაადანაშაულა.
  • 01.02.2025
  • დმანისი
  • კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური ძალადობა

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

  • 30.01.2025
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
შენობაში არშეშვება

საზოგადოებრივი მაუწყებელი – საზოგადოების დაკვეთისა და კანონს მიღმა

საქართველოში მიმდინარე ორთვიანი უწყვეტი პროდასავლური დემონსტარაციის პარალელურად საზოგადოებრივი მაუწყებელი მოვლენათა ეპიცენტრში არაერთხელ მოხვდა.
  • 27.01.2025
  • თბილისი
  • კერძო პირი
  • მედიის დახურვის რისკი
ინციდენტის ტიპი:
მედიის საქმიანობის შეწყვეტა

“მთავარი არხის” განცხადებით ტელეკომპანიის ფუნქციონირება საფრთხის ქვეშაა

“მათავრმა არხმა” განცხადება გაავრცელა, სადაც მაუწყებლში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს. განცხადების თანახმად, “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის არხის ფუნქციონირებას. 
  • 23.01.2025
  • კერძო პირი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია სიტყვიერი შეურაცხყოფა

“ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები  ჟურნალისტ გიგა ბენიას დისკრედიტაციას ცდილობენ და ემუქრებიან

2025 წლის 23 იანვარს “BM.ge”-ის ჟურნალისტმა გიგა ბენიამ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირების ლაშა ბასლანძის და გია აბაშიძის პოსტები გამოაქვეყნა, სადაც მას საჯაროდ, არაეთიკური შინაარსის ლექსიკით შეურაცხყოფენ და ემუქრებიან.
  • 21.01.2025
  • ქუთაისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება/დაპატიმრება

სააპელაციო სასამართლომ “ბათუმელების” დირექტორის სარჩელი დაუშვებლად ცნო

2025 წლის 21 იანვარს ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ონლაინ მედიების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.