შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მორიგი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო
ამჯერად, შსს-ს ჟურნალისტს 2025 წლის 11 იანვარს - მისი დაკავების საღამოს - ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას და იერსახის დამახინჯებას ედავება.
მოსამართლეების კონფერენციაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს
2025 წლის 7 მაისს, თბილისში, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გარდა, არც ერთი მედიის წარმომადგენელი არ დაუშვეს.
მოსამართლემ “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი ნესტან ცეცხლაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა
2025 წლის 5 მაისს, სასამართლო პროცესზე, სადაც განიხილებოდა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმე, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სხდომის დარბაზიდან ნესტან ცეცხლაძე გააძევა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “პირველი არხის” ყოფილი თანამშრომლები არ შეუშვეს
2025 წლის 29 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დასწრებით მიზნით, არსებული წესის თანახმად, საბჭოს წერილობით მიმართეს ნინო ზაუტაშვილმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, გიგა კიტიამ და გიორგი იასაშვილმა
გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტი სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა
2025 წლის 17 აპრილს, გამოცემა "ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, 2500 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.