პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ტექნიკის დაზიანებაფიზიკური დაზიანებაფიზიკური ძალადობა
29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 9 წარმომადგენელს
2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას კიდევ 7 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა და პროფესიულ საქმიანობაში შეეშალა ხელი.
28-29 ნოემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 40 წარმომადგენელს
2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას 40 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა და პროფესიულ საქმიანობაში შეეშალა ხელი.
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა
ონლაინ მედიას და პრესას შეეზღუდა საქართველოს პარლამენტში მუშაობა
2024 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადდა, რითაც, აკრედიტებული ტელემაუწყებლების გარდა, ყველა სხვა მედიას შეეზღუდა მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში.
ონლაინგამოცემა On.ge-ს რედაქტორს თბილისის დასუფთავების სამსახურის ფორმაში ჩაცმულმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
2024 წლის 25 ნოემბერს, ონლაინგამოცემა On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, თბილისის დასუფთავების სამსახურის, “თბილსერვის ჯგუფის” უნიფორმაში ჩაცმული პირი ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური “ბათუმელებისგან” წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე წვდომას ითხოვს
2024 წლის 5 ნოემბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ონლაინგამოცემა „ბათუმელებისგან“ მოითხოვა წვდომა კონფიდენციალურ წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.
საპარლამენტო არჩევნების გაშუქების დროს 70-მდე ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეეშალა
2024 წლის 26 ოქტომბრს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჟურნალისტებისთვის არასახარბიელო სამუშაო გარემო იყო შექმნილი. დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მრავალი შემთხვევა, მათ შორის, შეურაცხყოფის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ტექნიკის დაზიანების და თავისუფლების დროებით აღკვეთის შემთხვევებიც.
IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი საქართველოში არ შემოუშვეს
2024 წლის 26 ოქტომბერს IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი საქართველოში არ შემოუშვეს. შვეიცარელი ჟურნალისტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად მოემგზავრებოდა.