პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
საშვის არგაცემა
ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში მუშაობა შეეზღუდათ
2024 წლის 8 აპრილს, როდესაც საქართველოს პარლამენტი ბიუროზე განიხილავდა ე.წ “უცხოეთის აგენტების კანონს" , Საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტები არ შეუშვეს. მათ შორის, არ შეუშვეს ისინიც, ვისაც მუდმივმოქმედი აკრედიტაცია აქვთ.
“TV მონიტორინგის” ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
2024 წლის 1 აპრილს, ქალაქ გორში, მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია “მონიტორინგის” ოპერატორს თორნიკე გელიტაშვილს.
“TV 25”-ის გადამღებ ჯგუფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ
2024 წლის 14 მარტს, ბათუმში, ადგილობრივი მედიის, “TV 25”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნების ქალაქში" ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ ”TV 25-ის” ჟურნალისტს თეო ფუტკარაძეს და ოპერატორს გერა კილაძეს მშენებლობაზე დასაქმებულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“TOK TV”-ის ჟურნალისტს მიშო დარბაიძეს გადაღების საშუალება არ მისცეს
2024 წლის 8 მარტს TOK TV-ის ჟურნალისტს მიშო დარბაიძეს პოლიციამ ხელი შეუშალა ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში, რომელსაც მერიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“მთის ამბების” რედაქტორს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვიერად დაესხა თავს
2024 წლის 20 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საჯაროდ მოითხოვა განმარტება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რატომ მოხვდა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ჟურნალისტური კონკურსის “ევროკავშირის პრიზის” ფინალისტებში.
“მთავარი არხისა” და “ფორმულას” ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა
2024 წლის 25 იანვარს, ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიების “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ვებგვერდები, სავარაუდოდ, კიბერთავდასხმის შედეგად გაითიშა
უკანონო დაკავება და ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტებზე
2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, როდესაც აღსრულების პოლიცია საცხოვრებელი კორპუსიდან ასახლებდა ერთ-ერთ ოჯახს, ადგილზე მყოფი ონლაინმედიების: “მაუწყებლის” და “მთის ამბების" ჟურნალისტებს პოლიციამ ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.