“პუბლიკას” რეპორტიორს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
2025 წლის 17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში “პუბლიკას” რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის საქმის განხილვა გაიმართა. ალექსანდრე ქეშელაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ; სასამართლომ მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
2025 წლის 17 მარტს “ფორმულას” ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს, პოლიციიდან აცნობეს, რომ 5 000 ლარით არის დაჯარიმებული. ჟურნალისტს 13 მარტს გზის გადაკეტვას ედავებიან.
გამოცემა “მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ
2025 წლის 15 მარტს “მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას და მის თანხმლებ პირს პოლიციელიები თავს დაესხნენ.
“რადიო თავისუფლების” პროდიუსერს, ბექა ბერაძეს, რომელიც პროევროპულ აქციებზე დაზარალდა, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
2025 წლის 12 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე “რადიო თავისუფლების” პროდიუსერს ბექა ბერაძეს სასამართლომ პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
“ნეტგაზეთი”/”ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორი პატიმრობაში დატოვეს
გამოცემების - “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება, 2025 წლის 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვასილ მეტრეველმა მიიღო.