2024 წლის 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადა, და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეუზღუდა არააკრედიტებულ მედიას.
2024 წლის 9 მაისს ღამით და 10 მაისს გამთენიისას, დაუდგენელი ნიღბიანი პირები ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს ჩაუსაფრდნენ "ტელეკომპანია პირველის“ შენობასთან.
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება/დაპატიმრება
“ტაბულას” ჟურნალისტი საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს
2024 წლის 3 მაისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე ე.წ "რუსული კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორი გიორგი ბადრიძე დააკავა.
“ფორმულას” ჟურნალისტს თბილისის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულებს და პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას. შეკითხვის შინაარსით გაღიზიანებულმა კახა კალაძემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“ფორმულას” ჟურნალისტი დაშავდა საპროტესტო აქციის გაშუქებისას
2024 წლის 2 მაისს, რუსთაველის გამზირზე ე.წ "რუსული კანონის" წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტების დასაშლელად სპეციალური საშუალებები გამოიყენეს: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და „წიწაკის სპრეი“
2024 წლის 1 მაისს, ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი საპროტესტო აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას რობოკოპები ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, დააკავეს. ლუკა ღვინიაშვილმა თქვა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი დღე გაატარა.
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური ძალადობა
საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები
2024 წლის 1 მაისს, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს დაშავდნენ „მთავარი არხის“ ოპერატორები ზუკა ჩხვირკია და ავთო მესხი, ასევე „ფორმულას“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა.