ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 18.01.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური ჯარიმა

საპროტესტო აქციის გაშუქებისას, “მთის ამბების” რედაქტორი, გზის გადაკეტვის საფუძვლით, პოლიციამ 5000 ლარით დააჯარიმა

2025 წლის 18 იანვარს, გვიან საღამოს, “მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, რომელიც თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გასაშუქებლად იმყოფებოდა, პოლიციამ საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებს შორის გამოყო და აცნობა, რომ გზის გადაკეტვის საფუძვლით 5000 ლარით ჯარიმდება.
  • 14.01.2025
  • ბათუმი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
წინასწარი პატიმრობა

“ბათუმელების” დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

2025 წლის 14 იანვარს, გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
  • 14.01.2025
  • ბათუმი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება

“ბათუმელების” ოპერატორს სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

გურამ მურვანიძე 12 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს დააკავეს, მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
  • 12.01.2025
  • ბათუმი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება

ბათუმში მიმდინარე აქციის გაშუქებისას “ბათუმელების” ოპერატორი დააკავეს

2025 წლის 12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ გამოცემა  „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავა. 
  • 11.01.2025
  • ბათუმი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება

პოლიციამ დააკავა  გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი

2025 წლის 11 იანვარის გვიან საღამოს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ დააკავა გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. 
  • 24.12.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური ძალადობა

გირჩი TV-ს ფოტოკორესპონდენტს თავს დაესხნენ

2024 წლის 24 დეკემბერს გიორგი მოსიაშვილს, გირჩი TV-ს ფოტოკორესპონდენტს, უცნობი პირი ქუჩაში დახვდა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება  სცადა. 
  • 18.12.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი | სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება სიტყვიერი შეურაცხყოფა ტექნიკის დაზიანება ფიზიკური ძალადობა

28 ნოემბრიდან დღემდე, აქციების გაშუქებისას, მედიის წარმომადგენლების დაშავების, დაკავების და მუშაობაში ხელშეშლის 97 შემთხვევა დაფიქსირდა [განახლებადი]

ამ ალერთში მუდმივად ახლდება მონაცემები - მედიის რამდენ წარმომადგენელი დააკავეს, მიაყენეს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს ტექნიკა ან შეუშალეს ხელი მუშაობაში საქართველოს ქალაქებში მიმდინარე აქციების გაშუქებისას
  • 17.12.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს აქციის გაშუქებისას  დაუგენელმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

2024 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორს ნიკო კოკაიას, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა დაუდგენელმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 
  • 16.12.2024
  • ბათუმი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა

“ბათუმელების” რედაქტორს სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს მუშაობაში და დაჯარიმებით დაემუქრნენ

პოლიციის უფროსმა ეთერ თურაძეს ხელი შეუშალა მუშაობაში, - ძალის გამოყენებით დაატოვებინა ის ადგილი, სადაც აქცია მიმდინარეობდა.
  • 16.12.2024
  • ფოთი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური ჯარიმა

ფოთის ტელევიზიის დირექტორი საპროტესტო მსვლელობის გადაღებისას ავტომობილით გადაადგილებისთვის დააჯარიმეს

2024 წლის 16 დეკემბერს, ფოთის ადგილობრივი ტელეკომპანიის, “მე-9 ტალღის” დირექტორი გერმანე სალია საპატრულო ეკიპაჟმა 1000 ლარით დააჯარიმა.