ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 24.12.2024
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა

“TV პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

“TV პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას თბილისის  მერიის ორგანიზებულ საშობაო სოფელში, გადაღების დროს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
  • 18.12.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი | სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება სიტყვიერი შეურაცხყოფა ტექნიკის დაზიანება ფიზიკური ძალადობა

28 ნოემბრიდან დღემდე, აქციების გაშუქებისას, მედიის წარმომადგენლების დაშავების, დაკავების და მუშაობაში ხელშეშლის 97 შემთხვევა დაფიქსირდა [განახლებადი]

ამ ალერთში მუდმივად ახლდება მონაცემები - მედიის რამდენ წარმომადგენელი დააკავეს, მიაყენეს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს ტექნიკა ან შეუშალეს ხელი მუშაობაში საქართველოს ქალაქებში მიმდინარე აქციების გაშუქებისას
  • 17.12.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს აქციის გაშუქებისას  დაუგენელმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

2024 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორს ნიკო კოკაიას, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა დაუდგენელმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 
  • 16.12.2024
  • ბათუმი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა

“ბათუმელების” რედაქტორს სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს მუშაობაში და დაჯარიმებით დაემუქრნენ

პოლიციის უფროსმა ეთერ თურაძეს ხელი შეუშალა მუშაობაში, - ძალის გამოყენებით დაატოვებინა ის ადგილი, სადაც აქცია მიმდინარეობდა.
  • 16.12.2024
  • ფოთი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური ჯარიმა

ფოთის ტელევიზიის დირექტორი საპროტესტო მსვლელობის გადაღებისას ავტომობილით გადაადგილებისთვის დააჯარიმეს

2024 წლის 16 დეკემბერს, ფოთის ადგილობრივი ტელეკომპანიის, “მე-9 ტალღის” დირექტორი გერმანე სალია საპატრულო ეკიპაჟმა 1000 ლარით დააჯარიმა. 
  • 15.12.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ტექნიკის ჩამორთმევა

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უბრუნებს მედიას აქციების გაშუქების დროს ჩამორთმეულ ტექნიკას 

შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არ უბრუნებს იმ ტექნიკას, რაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თბილისში მიმდინარე აქციების გაშუქების დროს ჩამოართვეს. ტექნიკის დაბრუნებას ელოდებიან შემდეგი მედიასაშუალებები: ონლაინ გამოცემა “პუბლიკა”, საგამოძიებო სტუდია “მონიტორი” და “TV პირველი”. 
  • 14.12.2024
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა

პარლამენტმა მედიასაშუალებებს პრეზიდენტის არჩევის პროცესის გაშუქება შეუზღუდა

2024 წლის 14 დეკემბერს, პრეზიდენტის არჩევის პროცესს, რომელიც პარლამენტის შენობაში იმართება, მედია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ მას სპეციალური საშვი ექნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 
  • 13.12.2024
  • ქუთაისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
პერსონალური მონაცემების მოთხოვნა

სპეციალური  საგამოძიებო სამსახური “ქუთაისიპოსტისგან”  ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს

2024 წლის 13 დეკემბერს,  ონლაინ გამოცემა "ქუთაისიპოსტმა” მიიღო წერილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან, რომლითაც, უწყება ითხოვს იმ ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც 28 ნოემბერს, ქუთაისში, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ   აქციას აშუქებდნენ. 
  • 08.12.2024
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა

კრიტიკული კითხვების გამო პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტს ბრიფინგიდან გაძევებით დაემუქრა

2024 წლის 8 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე კრიტიკული კითხვების დასმის გამო პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე “BMG”-ს ჟურნალისტს და რედაქტორს, თელარა გელანტიას შეურაცხმყოფელი ლექსიკით მიმართავდა და პრესკონფერენციიდან გაძევებით ემუქრებოდა.
  • 07.12.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა სიტყვიერი შეურაცხყოფა ტექნიკის დაზიანება ფიზიკური ძალადობა

6-7 დეკემბრის ღამეს საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 6  წარმომადგენელს

2024 წლის 6-7 დეკემბრის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 5  წარმომადგენელს.