ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 15.04.2024
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა

არააკრედიტებულ მედიას პარლამენტში მუშაობა შეეზღუდა

2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” აამოქმედა.
  • 11.04.2024
  • ნინოწმინდა
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა

რადიო NOR-ის ჟურნალისტს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ნინოწმინდის მერიის შენობაში

2024 წლის 11 აპრილს, ნინოწმინდის ადგილობრივი სათემო რადიო “NOR”-ის ჟურნალისტი არ შეუშვეს ნინოწმინდის მერიის შენობაში.
  • 08.04.2024
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
საშვის არგაცემა

ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში მუშაობა შეეზღუდათ

2024 წლის 8 აპრილს, როდესაც საქართველოს პარლამენტი ბიუროზე განიხილავდა ე.წ “უცხოეთის აგენტების კანონს" , Საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტები არ შეუშვეს. მათ შორის, არ შეუშვეს ისინიც, ვისაც მუდმივმოქმედი აკრედიტაცია აქვთ.
  • 01.04.2024
  • გორი
  • მუნიციპალური კომპანიის თანამშრომლები
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა სიტყვიერი შეურაცხყოფა

“TV მონიტორინგის” ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

2024 წლის 1 აპრილს, ქალაქ გორში, მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია “მონიტორინგის” ოპერატორს თორნიკე გელიტაშვილს.
  • 24.03.2024
  • ოზურგეთი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევა

“TV პირველის” ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში  უცნობი პირები შეიჭრნენ

2024 წლის 24 მარტს, ოზურგეთში, ტელეკომპანია "პირველის” ჟურნალისტის ნატო გოგელიას საცხოვრებელ სახლში  უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს.
  • 14.03.2024
  • ბათუმი
  • კერძო კომპანიის დაცვა | კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა სიტყვიერი შეურაცხყოფა

“TV 25”-ის გადამღებ ჯგუფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ

2024 წლის 14 მარტს, ბათუმში, ადგილობრივი მედიის, “TV 25”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნების ქალაქში" ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ ”TV 25-ის” ჟურნალისტს თეო ფუტკარაძეს და ოპერატორს გერა კილაძეს მშენებლობაზე დასაქმებულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
  • 08.03.2024
  • ადიგენი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა

“TOK TV”-ის ჟურნალისტს მიშო დარბაიძეს გადაღების საშუალება არ მისცეს

2024 წლის 8 მარტს TOK TV-ის ჟურნალისტს მიშო დარბაიძეს პოლიციამ ხელი შეუშალა ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში, რომელსაც მერიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
  • 25.01.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
კიბერთავდასხმა

“მთავარი არხისა” და “ფორმულას” ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა

2024 წლის 25 იანვარს, ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანიების “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ვებგვერდები, სავარაუდოდ, კიბერთავდასხმის შედეგად გაითიშა
  • 23.01.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური ძალადობა

უკანონო დაკავება და ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტებზე

2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, როდესაც აღსრულების პოლიცია საცხოვრებელი კორპუსიდან ასახლებდა ერთ-ერთ ოჯახს, ადგილზე მყოფი ონლაინმედიების: “მაუწყებლის” და “მთის ამბების" ჟურნალისტებს პოლიციამ ხელი შეუშალა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.