“აჭარა თაიმსის” ჟურნალისტს ხელვაჩაურის საკრებულო ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს
2025 წლის 23 მაისს, “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს და რედაქტორს, სულხან მესხიძეს, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის გასაშუქებლად იყო მისული, საკრებულოს სხდომების ოთახი სრულად სავსე დახვდა, რა მიზეზითაც, მას უარი უთხრეს სხდომათა დარბაზში შესვლაზე.
ფოტო და ვიდეო კამერით აღჭურვილი კორესპონდენტები სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს
2025 წლის 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსის, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის, სასამართლო პროცესი იმართებოდა. ამ პროცესის მიმართ საჯარო ინტერესი მაღალია, შესაბამისად მედიის ინტერესიც. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის გასაშუქებლად მისული კორესპონდენტები, რომლებსაც ფოტო ან
2025 წლის 14 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადდა, რის საფუძველზეც, აკრედიტებული ტელემაუწყებლების გარდა, ყველა სხვა მედიას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეეზღუდა
2024 წლის 8 მაისს, ჟურნალ “არილის” ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომ ჟურნალის გამოცემა შეწყდა. მიზეზი მათთვის დაფინანსების შეწყევტაა, რომელიც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიიღო.
მოსამართლეების კონფერენციაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს
2025 წლის 7 მაისს, თბილისში, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გარდა, არც ერთი მედიის წარმომადგენელი არ დაუშვეს.