პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება
“ტაბულას” ჟურნალისტი საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს
2024 წლის 3 მაისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე ე.წ "რუსული კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ონლაინ გამოცემა „ტაბულას“ რედაქტორი გიორგი ბადრიძე დააკავა.
“ფორმულას” ჟურნალისტს თბილისის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულებს და პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას. შეკითხვის შინაარსით გაღიზიანებულმა კახა კალაძემ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები
2024 წლის 1 მაისს, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს დაშავდნენ „მთავარი არხის“ ოპერატორები ზუკა ჩხვირკია და ავთო მესხი, ასევე „ფორმულას“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა.
2024 წლის 22 აპრილს, ფორმულას ჟურნალისტს ია სართანიას, უცნობი მამაკაცი ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ ხელი ჰკრა, აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტებზე, რომლებიც საპროტესტო აქციას აშუქებდნენ
2024 წლის 17 აპრილს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ოთხი ჟურნალისტი სცემეს