საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კიდევ სამ თანამშრომელს დააკისრა დისციპლინური სანქცია
ს თანამშრომლები არიან: გადაცემა”რეალური სივრცის” რედაქტორი ტუხა კვინიკაძე, “შაბათ-კვირის შოუს” აღმასრულებელი პროდიუსერი თამარ ჭინჭარაული და “შაბათ-კვირის შოუს” კორესპონდენტი ანა აბაკელია.
გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტი სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა
2025 წლის 17 აპრილს, გამოცემა "ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, 2500 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კრიტიკული ჟურნალისტები – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლეს
2025 წლის 11 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გაათავისუფლეს წამყვანი სახეები, ჟურნალისტები: ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი. გათავისუფლების საფუძვლად ჟურნალისტებს დისციპლინური მოკვლევა დაუსახელეს.
2025 წლის 10 აპრილს, მოსამართლე ნინო ენუქიძემ “გზის ხელოვნურად გადაკეტვის საფუძვლით 5000 ლარით დააჯარიმა ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი. მასაც, სხვა ჟურნალისტების მსგავსად რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან. ფოტოგრაფი ამ დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
2025 წლის 8 აპრილს, დაჯარიმების შესახებ აცნობეს “მაუწყებლის” ჟურნალისტს თოზუ გულმამედოვას. შსს მას ამავე წლის 16 თებერვალს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება.
ბათუმში უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტებს არ უშვებენ
2025 წლის 7 აპრილს ბათუმში უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა “ბათუმელები”. სხდომაზე აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ამტკიცებენ. გათიშულია პირდაპირი ტრანსლაციაც.
ტელეკომპანია „ფორმულას“ჟურნალისტი ანამარია გელიტაშვილი, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით, 5000 ლარით დააჯარიმეს.
"ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია უკანონოდაა დაკავებული. ის დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და გახსნა ჩანთა, მიაწოდა პირადობა. როდესაც ჩანთის უკანა ჯიბის გახსნა სცადეს, საბამ უთხრათ, რომ თავად გახსნიდა. ეს ჩათვალეს დაუმორჩილებლობად და გადაიყვანეს განყოფილებაში და მალევე - იზოლატორში"