2-3 დეკემბერს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 7 წარმომადგენელს
2024 წლის 2-3 დეკემბრის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის
7 წარმომადგენელს.
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ტექნიკის დაზიანებაფიზიკური დაზიანებაფიზიკური ძალადობა
29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 9 წარმომადგენელს
2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას კიდევ 7 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა და პროფესიულ საქმიანობაში შეეშალა ხელი.
28-29 ნოემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 40 წარმომადგენელს
2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას 40 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა და პროფესიულ საქმიანობაში შეეშალა ხელი.
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა
ონლაინ მედიას და პრესას შეეზღუდა საქართველოს პარლამენტში მუშაობა
2024 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადდა, რითაც, აკრედიტებული ტელემაუწყებლების გარდა, ყველა სხვა მედიას შეეზღუდა მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში.
ონლაინგამოცემა On.ge-ს რედაქტორს თბილისის დასუფთავების სამსახურის ფორმაში ჩაცმულმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
2024 წლის 25 ნოემბერს, ონლაინგამოცემა On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, თბილისის დასუფთავების სამსახურის, “თბილსერვის ჯგუფის” უნიფორმაში ჩაცმული პირი ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური “ბათუმელებისგან” წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე წვდომას ითხოვს
2024 წლის 5 ნოემბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ონლაინგამოცემა „ბათუმელებისგან“ მოითხოვა წვდომა კონფიდენციალურ წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.