ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 18.12.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი | სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება სიტყვიერი შეურაცხყოფა ტექნიკის დაზიანება ფიზიკური ძალადობა

28 ნოემბრიდან დღემდე, აქციების გაშუქებისას, მედიის წარმომადგენლების დაშავების, დაკავების და მუშაობაში ხელშეშლის 97 შემთხვევა დაფიქსირდა [განახლებადი]

ამ ალერთში მუდმივად ახლდება მონაცემები - მედიის რამდენ წარმომადგენელი დააკავეს, მიაყენეს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს ტექნიკა ან შეუშალეს ხელი მუშაობაში საქართველოს ქალაქებში მიმდინარე აქციების გაშუქებისას
  • 15.12.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ტექნიკის ჩამორთმევა

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უბრუნებს მედიას აქციების გაშუქების დროს ჩამორთმეულ ტექნიკას 

შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არ უბრუნებს იმ ტექნიკას, რაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თბილისში მიმდინარე აქციების გაშუქების დროს ჩამოართვეს. ტექნიკის დაბრუნებას ელოდებიან შემდეგი მედიასაშუალებები: ონლაინ გამოცემა “პუბლიკა”, საგამოძიებო სტუდია “მონიტორი” და “TV პირველი”. 
  • 14.12.2024
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის აკრძალვა

პარლამენტმა მედიასაშუალებებს პრეზიდენტის არჩევის პროცესის გაშუქება შეუზღუდა

2024 წლის 14 დეკემბერს, პრეზიდენტის არჩევის პროცესს, რომელიც პარლამენტის შენობაში იმართება, მედია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ მას სპეციალური საშვი ექნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 
  • 08.12.2024
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სიტყვიერი შეურაცხყოფა

კრიტიკული კითხვების გამო პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტს ბრიფინგიდან გაძევებით დაემუქრა

2024 წლის 8 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე კრიტიკული კითხვების დასმის გამო პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე “BMG”-ს ჟურნალისტს და რედაქტორს, თელარა გელანტიას შეურაცხმყოფელი ლექსიკით მიმართავდა და პრესკონფერენციიდან გაძევებით ემუქრებოდა.
  • 07.12.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა სიტყვიერი შეურაცხყოფა ტექნიკის დაზიანება ფიზიკური ძალადობა

6-7 დეკემბრის ღამეს საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 6  წარმომადგენელს

2024 წლის 6-7 დეკემბრის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 5  წარმომადგენელს. 
  • 07.12.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური ძალადობა

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში მუშაობდა. ისინი აშუქებდნენ როგორ უსაფრდებოდნენ და ესხმოდნენ უცნობი პირები თავს მოქალაქეებს.
  • 06.12.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა ფიზიკური ძალადობა

5-6 დეკემბერს მუშაობაში ხელი შეუშალეს ორ ჟურნალისტს, ერთსკი ფიზიკურად გაუსწორდნენ

28 ნოემბრიდან, მასშტაბური აქციების დაწყებიდან დღემდე, 6 დეკემბრამდე, დაფიქსირებულია მედიის წარმომადგენლების დაკავების, დაშავების და მუშაობაში ხელშეშლის 83 შემთხვევა
  • 04.12.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური დაზიანება

3-4 დეკემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 5 წარმომადგენელს

2024 წლის 3-4 დეკემბრის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 5  წარმომადგენელს.
  • 03.12.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური დაზიანება ქონების დაზიანება

2-3 დეკემბერს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 7 წარმომადგენელს

2024 წლის 2-3 დეკემბრის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 7 წარმომადგენელს.
  • 02.12.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა დაკავება ფიზიკური დაზიანება

1-2 დეკემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 11 წარმომადგენელს

2024 წლის 2 დეკემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა სხვადასხვა მედიის 10 წარმომადგენელი.