თავდასხმა საკუთრებაზეფიზიკური დაზიანებაქონების დაზიანება (მაგ. სახლი, მანქანა, ოფისი)
2 დეკემბერს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 7 წარმომადგენელს
2024 წლის 2-3 დეკემბრის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის
7 წარმომადგენელს.
29 ნოემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 9 წარმომადგენელს
2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას კიდევ 7 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა და პროფესიულ საქმიანობაში შეეშალა ხელი.
28 ნოემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 40 წარმომადგენელს
2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას 40 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა და პროფესიულ საქმიანობაში შეეშალა ხელი.
ონლაინ მედიას და პრესას შეეზღუდა საქართველოს პარლამენტში მუშაობა
2024 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადდა, რითაც, აკრედიტებული ტელემაუწყებლების გარდა, ყველა სხვა მედიას შეეზღუდა მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში.
ონლაინგამოცემა On.ge-ს რედაქტორს თბილისის დასუფთავების სამსახურის ფორმაში ჩაცმულმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
2024 წლის 25 ნოემბერს, ონლაინგამოცემა On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, თბილისის დასუფთავების სამსახურის, “თბილსერვის ჯგუფის” უნიფორმაში ჩაცმული პირი ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდა.
2024 წლის 10 ნოემბერს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებულ აქციაზე, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო ედავება პოლიცია.