ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 18.03.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური ჯარიმა

“TV პირველის” ფოტოკორესპონდენტი, გიორგი მოსიაშვილი, 5 000 ლარით დააჯარიმეს 

“TV პირველის” ფოტოკორესპონდენტს, გიორგი მოსიაშვილს, შსს-მ 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმის  ქვითარი ჩააბარა.
  • 18.03.2025
  • ბათუმი | თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
SLAPP სარჩელი

“ნეტგაზეთი”/”ბათუმელების” თანადამფუძნებელი და დირექტორი სტიკერის გაკვრისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმეს

მოსამართლემ სტიკერის გაკვრის საქმეში მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად სცნო და 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
  • 17.03.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები სიტყვიერი გაფრთხილება

“პუბლიკას” რეპორტიორს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

2025 წლის 17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში “პუბლიკას” რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის საქმის განხილვა გაიმართა.  ალექსანდრე ქეშელაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ; სასამართლომ მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
  • 17.03.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები ფინანსური ჯარიმა

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი დააჯარიმეს “გზის გადაკეტვის” საფუძვლით

2025 წლის 17 მარტს “ფორმულას” ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს, პოლიციიდან აცნობეს, რომ 5 000 ლარით არის დაჯარიმებული. ჟურნალისტს 13 მარტს გზის გადაკეტვას ედავებიან.
  • 17.03.2025
  • თბილისი
  • პარლამენტის წევრი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, “პალიტრანიუსს” ქარდზე გამოქვეყნებულ ფოტოს უწუნებს 

2025 წლის 17 მარტს ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სტატუსში “ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “პალიტრანიუსის” გვერდზე გამოქვეყნებულ ქარდი გააზიარა
  • 15.03.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები ფინანსური ჯარიმა

OC Media-ს დამფუძნებელი და ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე „გზის გადაკეტვისთვის“ ოთხჯერ დააჯარიმეს – ჯამში 20 000 ლარით

OC Media-ს დამფუძნებელი და ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით, შსს-მ ოთხჯერ დააჯარიმა 11 მარტს, 15 მარტს, 2 და 3 აპრილს. ჯამში ჟურნალისტს 20 000 ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული. 
  • 15.03.2025
  • კარალეთი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკური ძალადობა

გამოცემა “მთის ამბების” რედაქტორს, გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

2025 წლის 15 მარტს “მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში  დაწერა, რომ მას და მის თანხმლებ პირს პოლიციელიები თავს დაესხნენ. 
  • 12.03.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები სიტყვიერი გაფრთხილება

“რადიო თავისუფლების” პროდიუსერს, ბექა ბერაძეს, რომელიც პროევროპულ აქციებზე დაზარალდა, სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

2025 წლის 12 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე “რადიო თავისუფლების” პროდიუსერს ბექა ბერაძეს სასამართლომ პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
  • 12.03.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები ფინანსური ჯარიმა

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “ფორმულას” ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი დააჯარიმეს

2025 წლის 10 აპრილს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ელისო ჯარიშვილს აცნობეს, რომ გზის „უკანონოდ გადაკეტვის საფუძვლით“ 5000 ლარით არის დაჯარიმებული. შსს-მ მას გზის 12 მარტს გადაკეტვას ედავება, რა დროსაც ჟურნალისტი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
  • 09.03.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები ფინანსური ჯარიმა

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “ფორმულას” თანამშრომელი დააჯარიმეს

2025 წლის 9 მარტს, საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის საფუძვლით, ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომელი, საავტორო გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი დააჯარიმეს. რ