19-11-2024
თბილისი
სამართალდამცველი
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
მშვიდობიანი აქციის ძალადობრივი  დაშლისას სამართალდამცავებმა მედიის წარმომადგენლებს უკანონოდ ხელი შეუშალეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ 

2024 წლის 19 ნოემბერს, თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს პოლიციამ ფიზიკურად იძალადა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელი შეუშალა მედიის წარმომადგენლებს. 

საჯაროდ გავრცელებული წყაროდან დგინდება, რომ:

პოლიციამ აშკარა, არაპროპორციული ძალის გამოყენებით, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა, ფიზიკურად გაუსწორდა და დააკავა “მთავარი არხის” ოპერატორი სერგი ბარამიძე. დაზიანებული ტელევიზიის ტექნიკაც.

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: “​​აქტივისტებისგან გაწმენდის დროს ვიღებდი ვიდეოს. ერთმა მეორეს ანიშნა ჩემზე. მოვიდა, შემატრიალა, წამართვა ტელეფონი ცოტა ხნით, მითხრა რომ “შენიანები” იქით გარბიანო, ვეჩხუბე, ტელეფონი დამიბრუნა, ვიდეო დაპაუზდა და არ ჩაიწერა ამ ჯაჯგურში”.

ასევე, გადაღების საშუალება არ მისცა პოლიციამ “ნეტგაზეთის” კორესპონდენტს გივი ავალიანს, “პუბლიკის“ ჟურნალისტს მინდია გაბაძეს კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტმა გიორგი კვიჟინაძემ თქვა, რომ პოლიციელები მას და მის ოპერატორსაც უშლიდნენ ხელს გადაღებაში.

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” და “მედიაომბუდსმენმა” სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობაში ხელის შეშლის შესახებ  განცხადებები გაავრცელეს.

Share
19-11-2024
6
გადაღების აკრძალვა | დაკავება/დაპატიმრება | ვერბალური თავდასხმა | თავდასხმა საკუთრებაზე | მუშაობაში ხელშეშლა | სამართლებრივი ინციდენტები | სიტყვიერი შეურაცხყოფა | ტექნიკის დაზიანება | ტექნიკის ჩამორთმევა | ფიზიკური ძალადობა
სამართალდამცველი
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
თბილისი