ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 31.05.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური ჯარიმა

მედია აპრილის მთავარი რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე “გზის გადაკეტვის” გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს

2025 წლის 31 მაისს საინფორმაციო სააგენტო “აპრილის” მთავარმა რედაქტორმა ხატია ღოღობერიძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” გამო 5 000 ლარით დაჯარიმდა.
  • 30.05.2025
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
შენობაში არშეშვება

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომებზე დასწრება მხოლოდ ონლაინ იქნება შესაძლებელი

2025 წლის 30 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტის დოკუმენტში ცვლილებები შეიტანა.
  • 30.05.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
შენობაში არშეშვება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების ნაწილს კვლავ არ უშვებენ

2025 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, უკვე მესამედ, ჟურნალისტებს ეზღუდებათ ტექნიკით შესვლა და საქმიანობა. სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს ის  ჟურნალისტები, რომლებსაც არ ჰქონდათ სასამართლო დარბაზიდან პროცესის გაშუქების წინასწარი ნებართვა, თუმცა ჟურნალისტს  ამგვარი წინასწარი
  • 30.05.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური ჯარიმა

“მთავარი არხის” ყოფილი ჟურნალისტი სასამართლომ 5 ათასი ლარით დააჯარიმა

მას 2025 წლის 2 თებერვალს, პროევროპულ აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ
  • 29.05.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
შენობაში არშეშვება

კორესპონდენტების ნაწილს საქალაქო სასამართლოში პროცესზე დასწრება შეეზღუდა  

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის ხმაურიანი პროცესის სხდომა იყო ჩანიშნული, რომელიც მოსამართლე ნანა შამათავას გადაწყვეტილებით სასამართლოს მცირე დარბაზში ჩატარდა და მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინტერესი
  • 23.05.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური ჯარიმა

“პუბლიკას” ჟურნალისტი, მარიამ ქავშბაია, 5 000 ლარით დააჯარიმეს

2025 წლის 23 მაისს, “პუბლიკის” ჟურნალისტს, მარიამ ქავშბაიას, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
  • 23.05.2025
  • ხელვაჩაური
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
საშვის არგაცემა

“აჭარა თაიმსის” ჟურნალისტს ხელვაჩაურის საკრებულო ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

2025 წლის 23 მაისს, “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს და რედაქტორს, სულხან მესხიძეს, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის გასაშუქებლად იყო მისული, საკრებულოს სხდომების ოთახი სრულად სავსე დახვდა, რა მიზეზითაც, მას უარი უთხრეს სხდომათა დარბაზში შესვლაზე.
  • 23.05.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი დევნა ფინანსური ჯარიმა

ფოტო და ვიდეო კამერით აღჭურვილ კორესპონდენტებს სასამართლოს შენობაში კვლავ არ უშვებენ

ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ფოტო ან/და ვიდეო კამერებით არიან აღჭურვილნი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში კვლავ არ უშვებენ.
  • 22.05.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა საშვის არგაცემა შენობაში არშეშვება

ფოტო და ვიდეო კამერით აღჭურვილი კორესპონდენტები სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს

2025 წლის 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსის, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის, სასამართლო პროცესი იმართებოდა. ამ პროცესის მიმართ საჯარო ინტერესი მაღალია, შესაბამისად მედიის ინტერესიც. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის გასაშუქებლად მისული კორესპონდენტები, რომლებსაც ფოტო ან
  • 20.05.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი დევნა

ბრიტანელი ჟურნალისტი, ვილ ნილი,  საქართველოში არ შემოუშვეს

2025 წლის 20 მაისს, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი, ვილ ნილი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა.