“ბათუმელების” დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს
2025 წლის 14 იანვარს, გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გურამ მურვანიძე 12 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს დააკავეს, მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება
ბათუმში მიმდინარე აქციის გაშუქებისას “ბათუმელების” ოპერატორი დააკავეს
2025 წლის 12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ გამოცემა „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავა.
“TV პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
“TV პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას თბილისის მერიის ორგანიზებულ საშობაო სოფელში, გადაღების დროს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
28 ნოემბრიდან დღემდე, აქციების გაშუქებისას, მედიის წარმომადგენლების დაშავების, დაკავების და მუშაობაში ხელშეშლის 97 შემთხვევა დაფიქსირდა [განახლებადი]
ამ ალერთში მუდმივად ახლდება მონაცემები - მედიის რამდენ წარმომადგენელი დააკავეს, მიაყენეს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს ტექნიკა ან შეუშალეს ხელი მუშაობაში საქართველოს ქალაქებში მიმდინარე აქციების გაშუქებისას
2024 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორს ნიკო კოკაიას, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა დაუდგენელმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უბრუნებს მედიას აქციების გაშუქების დროს ჩამორთმეულ ტექნიკას
შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არ უბრუნებს იმ ტექნიკას, რაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თბილისში მიმდინარე აქციების გაშუქების დროს ჩამოართვეს. ტექნიკის დაბრუნებას ელოდებიან შემდეგი მედიასაშუალებები: ონლაინ გამოცემა “პუბლიკა”, საგამოძიებო სტუდია “მონიტორი” და “TV პირველი”.