04-02-2025
თბილისი
ადმინისტრაციული ორგანო
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ჟურნალისტებს პარლამენტში მუშაობა შეეზღუდათ
2025 წლის 4 თებერვალს პარლამენტში უსაფრთხოების “ყვითელი დონე” ამოქმედდა და ჟურნალისტებს მუშაობა კვლავ დაუსაბუთებლად შეეზღუდათ. აღნიშნული ზომა „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლას უკავშირდება.
“შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე” – ნათქვამია განცხადებაში.
უსაფრთხოების “ყვითელი დონე” ნიშნავს, რომ შენობაში, დაიშვებიან „მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მიწვეული პირები” და მხოლოდ ტელემედიის ჟურნალისტები.
მსგავსი შეზღუდვები ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში 2024 წელს არაერთხელ დაუწესეს.
04-02-2025
ყველა მედიასაშუალება გარდა აკრედიტებული ტელემედიის
ადმინისტრაციულ შენობაში არშეშვება | მუშაობაში ხელშეშლა
ადმინისტრაციული ორგანო
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
თბილისი